"ჩემი ქმრის და შემიყვარდა, ვგრძნობ რომ არც ისაა გულრგილი ჩემს მიმართ , არ ვიცი, ჩემ ქმარს როგორ ვუთხრა"


image
29 წლის მარიტა: ,,გარდატეხის ასაკში გოგონები მომწონდა, მაგრამ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციე. სადღაც წავიკითხე, რომ თვითგამორკვევისას ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, შენ უსვამ საკუთარ თავს კითხვას: ვინ ვარ მე? ვინ მინდა ვიყო? როგორი წესით მინდა ვიცხოვრო? პასუხებს იღებ, ფიქრობ და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებ. ჩემი არჩევანი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, თუნდაც რუტინად გადაქცეული.

21 წლის ასაკში ამიკო გავიცანი და ორ წელიწადში ვიქორწინეთ კიდეც. ოთხი წელი სავსებით ნორმალური წყვილივით ვცხოვრობდით. იყო გაუგებრობები, ჩხუბი, ეჭვიანობა, სითბო, სიყვარული, სასიამოვნოდ გასახსენებელი მოგონებები. შვილიც შეგვეძინა. სალომე დღეს 3 წლისაა. ძალიან ჰგავს მამამისს. ორივეს დიდი შავი თვალები და ქერა თმა აქვთ.

ბოლო წელს ყველაფერი აირია, რისი მიზეზიც ჩემი ქმრის და, ნუცა გახდა. ნუცა საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ჩვენს ქორწილზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა. სამშობლოში დაბრუნება მეორე ქმართან გაყრის შემდეგ გადაწყვიტა. ჩათვალა, რომ უცხოელი მამაკაცების (მისი პირველი მეუღლე გერმანელი იყო, მეორე – ამერიკელი.)

არ ესმოდა და ქართველთან სურდა ცხოვრების დაკავშირება. ერთი ოთახი გამოვუყავით. მე და ნუცა ადვილად დავმეგობრდით და ძალიან დავახლოვდით. მალევე გამანდო, რომ პირველი ქმარი ორგიას სთხოვდა, მეორემ კი ბორდელი გახსნა და მისი დაქალების დასაქმება მოინდომა. ეს სავსებით მიუღებელი იყო ნუცას აზროვნებისთვის.

ჩემი ქმარი ხშირად სვამდა (ალკოჰოლიკობისკენ მიდრეკილება ხომ თითქმის ყველა ქართველი კაცის სენია), თავიდან ვსაყვედურობდი და ვუშლიდი, ბოლოს შევეგუე, შევთანხმდით რომ თუ მთვრალი მოვიდოდა შინ, სხვა ოთახში დაიძინებდა. ნუცა და ამიკო ადგილებს ცვლიდნენ. ამირანი დის საძინებელში წვებოდა, ნუცა კი – ჩემთან.

ნუცამ ჩემში ბედნიერების სხივი შემოიტანა, იმედებით ამავსო, სხვაგვარი ელფერი მიანიჭა ჩემს ცხოვრებას. უკეთესად დავიწყე ჩაცმა, საკუთარი თავი მეტად შემიყვარდა, ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ახლებურად დავუწყე ყურება.
ერთი თვის წინ ბავშვი მეუღლეს დავუტოვე და მულთან ერთად თურქეთში წავედი. ძალიან მომეწონა სტამბული. (თუმცა ნუცას გარეშე ვერ დავინახავდი მის ნამდვილ სილამაზეს.)

არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ ერთად, დილასა და შუადღეს ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ღირშესანიშნაობებს ვეცნობოდით, საღამოს ბარში, კლუბში ან რესტორანში მივდიოდით. 7 დღემ თვალის დახამხამებაში ჩაიფრინა. სულ დამავიწყდა, რომ ოჯახი მყავდა. წამოსვლის ღამეს ნუცასთან საუბრისას (ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებდით) მივხვდი რომ მულზე უგონოდ ვიყავი შეყვარებული.

დღესაც კი ვერაფერს ვუხერხებ ამ გრძნობას. ვერ ვერევი! გულის სიღმეში მინდა კიდეც, რომ სულ უფრო და უფრო ძლიერად შემიყვარდეს! ვგრძნობ, რომ არც ნუცაა გულგრილი. ამიკოსთან ცხოვრება აღარ მინდა. ვხვდები, რომ აუცილებელია სიმართლე ვუთხრა, მაგრამ არ ვიცი როგორ…
შენიშვნა : ფოტო პირობითია

წყარო : Reitingi.ambebi.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
"ჩემი ქმრის და შემიყვარდა, ვგრძნობ რომ არც ისაა გულრგილი ჩემს მიმართ , არ ვიცი, ჩემ ქმარს როგორ ვუთხრა"
"ჩემი შრომით მოპოვებული, საოცნებო სახლია" - როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის გემოვნაბიანი ბინა?
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
რეკლამა
პოპულალური
უდიდესი ტრაგედიაა – სანდრა რულოვსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
ლაშა ბექაური შეყვარებულს დაშორდა?! - სოციალურ ქსელებში მათ ერთმანეთის ფოტოები წაშალეს
"იცოდე მეორედ დაგაფეხმძიმებ" - გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძეს მიმართავს
სად არის გიორგი გახარია - მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ - რა არის ეს, რა პრანჭვაა? - ალეკო ელისაშვილი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
რეკლამა