ვინ არის მეეზოვე, რომელმაც ურნაში 10 000 დოლარი იპოვა და პატრონს დაუბრუნა


image
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას იხსენებს და მეეზოვეებთან დაკავშირებით საკუთარ მოგონებაზე წერს.

"ეს ადამიანები მიყვარან სულში და გულში - დილაადრიან რომ მოედებიან დედაქალაქის ქუჩებს და მისალმებაზე ღიმილითა და სითბოთი რომ გპასუხობენ - ალბათ, ჩვენსავით უხვპრობლემიანები, ადრე, თბილისზე ადრე გაღვიძებულები და ქუჩაში გამოსულები.
 
ერთ ასეთ მეეზოვეზე იყო ნიუსი - ურნაში 10.000 დოლარი იპოვა, იქვე დარჩა, მეგობრებს სთხოვა, საათნახევარში მომაკითხეთ, თუ პატრონს ვერ მივაგენი, პოლიციაში წავიდეთო, მაგრამ არ დასჭირდა პოლიცია, არ მოისვენა, სანამ არ მიაგნო.
რამდენჯერ შევხვედრივარ, სულ მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ რაღაცნაირად, სულ მერიდებოდა. ერთხელ, ხელფასი ახალაღებული მქონდა და საჩუქრის გაკეთება მომინდა, ფეხი მტკიოდა, ძლივს დავდიოდი, სანამ მესამე სართულიდან ჩავიდოდი, დიდი დრო გავიდოდა, დავუძახე, მივესალმე და ვუთხარი, საჩუქარი მინდა გაგიკეთოთ, უარს ნუ მეტყვით მეთქი, თან ყავარჯენი დავანახე - ვერ ჩამოვალ, ჩამოვუშვებ-მეთქი.
კალათში სასწრაფოდ ჩავდე დედაჩემის გამოგზავნილი დაკონსერვებული აჯაფსანდალი, პომიდვრის წვენი, კუპატები - მოკლედ, რაც ხელში მომხვდა. ზემოდან გახსნილი სიგარეტის კოლოფი დავადე.
 
-ნობათი სამეგრელოდან, - ჩავღიმე ზემოდან.
სახე გაუნათდა.
 

 
- ესენი სულ ჩემია? აუფ, სახლში გაუხარდებათ, მაგრამ სულ ცხარე იქნება, არა? - და დაამატა - არ ვეწევი, ოქრო კაცო.
 
- არა უშავს, კოლოფი არ გადააგდოთ, წარმატებები! - ვუთხარი, ხელი ავუწიე და ოთახში შევედი, რომ დამატებითი მადლობები არ მომესმინა - კოლოფში ასლარიანი ჩავდე - მაქსიმუმი, რაც მაშინ შემეძლო: 235 ლარი მქონდა იმ ქეშის გარდა ბარათზე, ზუსტად მახსოვს.
მას მერე ვძმაკაცობთ. ერთხელაც, აუცილებლად ჩავირბენ და ჩავეხუტები.
- "ნახე, როგორ ადრე გვიან!
ადრე არა, გვიან გვიან!" -
ტარიელ ჭანტურია გამახსენდა", - წერს ჟურნალისტი.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე
14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე
ირლანდია, შოტლანდია, ისლანდია და ჰოლანდია მეგრელებმა დააარსეს? - რას წერს ლაშა ბერულავა?
"ჩემმა რძალმა იქამდე არ მოისვენა, სანამ თმით არ ვითრიე - მირჩიეთ ახლა რა ვქნა? "
„გაიაზრეთ, რა ხდება უკრაინაში და ამ დროს ერთი ბავშვის მე-10 სართულიდან გადმოვარდნამ შეძრა მთელი საზოგადოება! დადექით სწორ მხარეს“ - ელისაბედ ბადაშვილის სტატუსი, რომელმაც აღშფოთება გამოიწვია
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
რეკლამა