ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს 2023 წელს ყველაზე მეტად გაუმართლებთ


image
2023 წელი შავი კურდღლის წელია და როგორც ასტროლოგები ამბობენ ეს წელი ყველა ზოდიქოს ნიშნისთვის მეტ ნაკლებად წარმატებული ქინება, მაგრამ განსაკუთრებულად გამოყოფენ ზოდიაქოს 5 ნიშანს, რომებისთისაც ძალიან წარმატებული წელი ქინება.
კურო
2023 წლის განმავლობაში, სატურნი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა თქვენს ჰოროსკოპში, მეათე სახლში იქნება და სოციალურ ურთიერთობებსა და კარიერაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. ასტროლოგების თქმით, ეს უნიკალური წელია, რომ დაწინაურდეთ და კარიერულ სიმაღლეებს მიაღწიოთ. თუ ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაში ხართ და არ იცით, რა მიმართულებით გააგრძელოთ მომავალში მუშაობა, 2023 წელს თქვენს საბოლოო მიზანს აუცილებლად იპოვით. მთავარია, მხოლოდ ფინანსურ სარგებელზე არ იფიქროთ და ნებისმიერი შემოთავაზება თუ პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში დაინახოთ.
ტყუპი
ისევე, როგორც კუროს ნიშნის წარმომადგენლებს, თქვენც შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ, რომ 2023 წელს ცხოვრებაში არაერთი საინტერესო გარდაქმნა დაგეგმოთ, მიაღწიოთ დიდ წარმატებას და ფინანსური სარგებელიც ნახოთ. ახლა გაქვთ შანსი, საბოლოოდ აიხდინოთ ის სურვილები, რომლებზეც დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდით, მაგრამ დროსა და რესურსს ვერ პოულობდით. თუმცა, საქმიან პარტნიორებთან კომუნიკაციისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ და ყველა შესაძლო რისკი წინასწარ განსაზღვრეთ.
ქალწული
2023 წელს შესაძლოა, ურთიერთობები უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს და ქორწინების გადაწყვეტილება მიიღოთ. ან კიდევ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბევრ ნათელ და ბედნიერ დღეს შემოიტანს. პლანეტა იუპიტერი თქვენი ურთიერთობების სახლშია და ოჯახური ცხოვრების კუთხით ბევრ სასიამოვნო ცვლილებას გიმზადებთ. ნუ იჩქარებთ, ყველაფერს თავის დრო აქვს და სასარგებლო ცვლილებებიც თქვენთან ეტაპობრივად მოვა.
თხის რქა
ასტროლოგების თქმით, 2023 წელს გაქვთ შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ, იყიდოთ ბინა, აგარაკი, გაიუმჯობესოთ საყოფაცხოვრებო პირობები და კომფორტი შეიქმნათ. გექნებათ ფინანსური სარგებლის მიღების დიდი შანსი და შეძლებთ, რომ ყველა ის დაძაბულობა და სირთულე, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში დაგიგროვდათ, სასიამოვნო ემოციებით შეცვალოთ.
თევზებითქვენი მფარველი პლანეტა - იუპიტერი 2023 წლის 22 აპრილამდე ყველაზე მნიშვნელოვან, პირველ სახლში იქნება, რომელიც თქვენს პიროვნულ განვითარებაზე, თვითგამოხატვასა და ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელს შეგიძლიათ სცადოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გინდოდათ და მოტივაცია არ გყოფნიდათ, თქვენი წამოწყება წარმატებით დასრულდება. ასევე, 22 აპრილის შემდეგ მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება და ახალი შემოთავაზებები გელით.

წყარო: newposts.geшаблоны для dle 11.2




ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"ისიამოვნეს სექსით და პასუხისმგებლობა არც ერთმა არ აიღო ჩემზე, დამაგდეს, დამტოვეს და ცოცხალი ვიყავი, გადავრჩი, სად ვიზრდებოდი, არ მოუკითხავთ" - ცისნამი საყვარლიშვილი მშობლებზე
„ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ -სალომე ღვინიაშვილი მიმართვას ავრცელებს
“ჭკვიანია, შენძრეულია თუ უნამუსო ნაბო@არი?” – გია კორკოტაშვილი
პორტუგალიაში ციხიდან გაქცეულ 5 პატიმარს შორის, ერთი ქართველია
ფეხმძიმე ნანი ტატიშვილს ხელი სთხოვეს - ნახეთ ვის მიყვება ცოლად ოთარ ტატიშვილის ქალიშვილი
მარიამ როინიშვილი ყველასათვის ცნობილ მსახიობზე სიგიჟემდეა შეყვარებული – ნახეთ წყვილის ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა
„ქალმა ტირილი დაიწყო და მძღოლმა ისეთი რამ გააკეთა, ვერავინ წარმოვიდგენდით … სანამ ასეთები არსებობენ ქართველები არ გადავშენდებით” – რა მოხდა ჭიათურის ავტობუსში?
ცნობილია - რა იდო გიორგი მიქაუტაძის ჩემოდანში
“აწყობამდე, 20 წლის” – როგორ გამოიყურებოდა კესარია წლების წინ
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟზე საიდუმლოდ დაქორწინდა – ნახეთ ვერ დაიჯერებთ ვინ ყოფილა მარიამ გეგუჩაძის რჩეული
რეკლამა