„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“


image
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ თანადამფუძნებელი, სანდრო ბრეგაძე.


– პირდაპირ ვამბობ, ნიკანორ მელია უფრო მეტად „ქოცია“, ვიდრე „ოცნების“ რომელიმე წევრი. ხომ თვალნათელია, რომ მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. სხვათაშორის, მამამისის კლინიკა იმის შემდეგ  უფრო და უფრო აყვავდა და  ნიკანორ მელიას ბიზნესებიც აყვავდა. რომელი ოპოზიციონერი გინახავთ, რომ ციხიდან  გამოდის და ახალთახალი „მაზერატის“ „ჯიპი“ ხვდებოდეს. ის „ჯიპი“ რა, თქვენ რა გონიათ, ვინ უყიდა?  ის „ჯიპი“ უყიდა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა კი დაიწყებს, მამაჩემის დანაზოგიდან  ვიყიდეო. დაახვედრეს „მაზერატის“ „ჯიპი“, რომელიც 150 000$ ღირს, დაახვედრა გარეთ „ქართულმა ოცნებამ“ და მთელი ბიზნესები და პრივილეგიები და  ა.შ. როგორ შეიძლება ახლა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით ოპოზიციამ ოდესმე დაამარცხოს „ქართული ოცნება“? „ქართული ოცნების“ ძუძუდან იკვებება ნიკანორ მელია. ამაზე მაქვს საუბარი და სანამ ეს ნიკანორები და ვაშაძეები იქნებიან ოპოზიციის წარმმართველები, მანამდე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება. „ქართულ ოცნებას“ და მის ხელმძღვანელობას ძალიან დიდი ფული აქვთ, ეს დეკლარირებულიც  აქვთ და მათთვის  პრობლემას არ წარმოადგენს თითოეული პიროვნების ყიდვა.ძალიან ოსტატურად ყიდულობენ ამათ. ესენი, „ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერები ყველა ნაყიდი ჰყავთ, ყველა „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. ის  მიშა სააკაშვილი უარესის ღირსია იმ ავაზაკობების გამო, რაც ჩაიდინა. ახლა არის ყველასგან მიტოვებული, თავისივე პარტიისგან  გაყიდული, ციხეში გამომწყვდეული საცოდავი არსება. ვინ გაუკეთა მას ეს ყველაფერი? გაუკეთა ბოკერიამ, რომელიც მისი მეგობარი იყო და დღეს თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად, მისი პირველი მაგინებელია, გივი თარგამაძემ, რომელიც 2007 წლის  7 ნოემბრის შემოქმედი იყო გიგა ბოკერიასთან ერთად. კიდევ სხვებმა მიატოვეს და უღალატეს. თავის დროზე  ეს ხალხი ფულისა და თანამდებობის გამო იყვნენ სააკაშვილთან, დღეს სხვამ შესთავაზა ფული, პარლამენტარობა. მოკლედ, ვიდრე იარსებებს „ნაცმოძრაობა“, „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში და ჩვენ თუ გვინდა ცვლილებები ქვეყანაში, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ოპოზიცია. „ნაცმოძრაობა“ უნდა დაიშალოს და გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან. თუ ეს მოხდა, შეიცვლება პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში და ხელისუფლება თავისთავად. ჩვენ ამ ჭაობში არ უნდა ვიცხოვროთ, ამ ჭაობიდან უნდა დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა.

წყარო: ​alia.ge​​​шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
12-წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
"ზეთი რომელიც გერმანიაში 1 ევრო ღირს, საქართველოში 24 ლარად იყიდება"
„ყველა გულგაგლეჯილი მოვალთ თქვენი შვილის საგლოვად, მაგრამ ვერ გავიზიარებთ თქვენს ტკივილს. ეს რომ ერთი წამითაც გავიზიარო, სამყარო უნდა დამექცეს თავზე“ - მარიამ ჩუბინიძე
"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა