"2000 ლარი გვიჯდება ბანკეტი და სესხი გამომაქვს... როდის დამთავრდება ეს მეტიჩრობა?" - შეწუხებული მშობლის წერილი და მიმართვა მშობლებს

image
თქვენს გვერდზე რამდენჯერმე წავიკითხე წერილი ბანკეტის თემაზე და დავრწმუნდი, რომ ბევრი იზიარებს იმ მოსაზრებას, რასაც მოგახსენებთ, ამიტომაც გავბედე მოწერა და გულისტკივილის გამოხატვა.

რაიონში ვცხოვრობ, საკმაოდ ხელმომჭირნედ და მუდმივი ეკონომიით, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის შემოსავალი ყველაფერს გაწვდეს. ორი შვილი გვყავს და უფროსი, გოგონა, წელს ამთავრებს სკოლას. ეს ბოლო წელი როდის დამთავრდება, უკვე დღეებს ვითვლი, გასაქანი აღარ მაქვს და ყველა ნერვი და რესურსი გამომეცალა. ჯერ რეპეტიტორების თანხა ძლივს შევაკოწიწეთ და ყველამ კარგად იცით, რა ღირს. რაიონში თითქოს ცოტა ნაკლებია ეს თანხა, წელიწადში 1000-1500 ლარად ამზადებენ თითოეულ საგანში, მაგრამ მინიმუმ სამ საგანზე რომ გადაიანგარიშო, წელიწადში 3000-4500 ლარი მაინც გჭირდება იმისთვის, რომ ბავშვი ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადო, რადგან სკოლა ვერ იძლევა სათანადო ცოდნას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

ახლა სასწავლო წლის ბოლო მოახლოვდა და ახალი და უფრო დიდი განსაცდელი გვაქვს. არ ვიცი, უფრო რამდენიმე ბავშვი აქტიურობს თუ მშობელი, ვისაც ალბათ, ძალიან ბევრი აქვს და სხვის შეძლებას არ უყურებს... ფაქტია, ისეთი სურვილები გამოხატეს და ისე დაგეგმეს ბოლო ზარი და ბანკეტი, ფაქტობრივად, უსახსროდ ვრჩებით მთელი დარჩენილი წელი. არადა, თუ არ აყევი ყველაფერში, ბავშვსაც გული სწყდება და რაღაცნაირად, თეთრი ყვავივით გამოდიხარ. წარმოიდგინეთ, ჯერ ბოლო ზარი დაიგეგმა მთელი ღონისძიებით, ფორმებით, გადაღებით, ვიდეოს ჩაწერით და სუფრით და ამისთვის უკვე გროვდება 300 ლარი. საბანკეტოდ ისეთი სივრცე აირჩიეს, მხოლოდ მისი ქირაობა გვიჯდება თითო ადამიანს 200 ლარი და დედა-შვილს, შესაბამისად - 400 ლარი. ცალკე ტორტი, გადაღება, კიდევ რაღაც წვრილმანი ხარჯები და ესეც ალბათ კიდევ 100 ლარი დაჯდება. ახლა კაბები? ისეთ კაბებს ყიდულობს ზოგიერთი, 500-600 ლარი რომ ღირს და ჩემს შვილსაც მოუნდა, რომ მანაც შეიკეროს გრანდიოზული კაბა ან იყიდოს ისეთ მაღაზიაში, სადაც მინიმუმ 400 ლარი ღირს კარგი კაბა. ფეხსაცმელი 100 ლარზე ნაკლები არ ღირს. მაკიაჟი+ვარცხნილობა 150 ლარად თუ იშოვე, გაგიმართლა. ბიჭების მშობლებსაც არანაკლები ხარჯი აქვთ, თუ კოსტიუმზე დაზოგეს და 200-300 ლარში გამოვიდნენ, ძვირფასი მანქანის ქირაობა მაინც უწევთ, რომ გოგონას მიაკითხონ და წაიყვანონ ბანკეტზე.
ახლა მშობლები თვითონ ისე იპრანჭებიან, ისეთი გრანდიოზული მზადება მიდის, შენც გაიძულებენ, საგანგებოდ მოემზადო, ანუ იყიდო კაბა, გაიკეთო მაკიაჟი და ვარცხნილობა... აღარ გავაგრძელებ, 2000 ლარს სცდება ეს ყველაფერი და უკვე ვესაუბრე მეუღლეს, რომ სესხი გამოვიტანოთ...
უბრალოდ არ მესმის, კი ბატონო, გადავიხადოთ, მაგრამ რა საჭიროა ასეთი მეტიჩრობა და პომპეზურობა, მით უმეტეს რაიონებში, სადაც ზოგიერთი ბავშვი წლების განმავლობაში ჩანთას და საკანცელარიო ნივთებსაც ვერ ყიდულობს სასკოლედ? მე კიდევ საშუალო შეძლებისად ვითვლები ალბათ და ასეთ განსაცდელში ვარ, ვისაც მართლა უჭირს, იმან რა უნდა ქნას? ვალებში გადავარდეს თუ უბრალოდ არ გამოუშვას შვილი და გამოაკლოს ყველანაირ სიხარულს იმიტომ, რომ ვიღაცამ ნამეტანი მოინდომა მეტიჩრობა და მარტო საკუთარი ჯიბიდან საზღვრავს? ხომ შეიძლება ზომიერება? ვის სჭირდება ეს მატრაკვეცობა და ასეთი პომპეზურობა ერთი დღის გამო, როცა ჩვეულებრივი სკოლაა, სადაც სრულიად სხვადასხვაგვარი შეძლების ადამიანები სწავლობენ და როცა ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაში ხდება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს? მხოლოდ იმიტომ, რომ ფოტოები გადავიღოთ და ქვეყანას მოვდოთ, რა მაგარი ბანკეტი გავაკეთეთ?
მარი, 37 წლის

წყარო: mshoblebi.geшаблоны для dle 11.2





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე
14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
"5 ლიტრიანი ზეთი თურქეთში 24 ლარი ღირს , საქართველოში კი 45 ლარზე მეტი " - ქართველების რიგები თურქეთის მარკეტებთან
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
რეკლამა
პოპულალური
“ქორწილი მალე გექნებათ?” – ბაბიმ შეყვარებული გამოაჩინა? ბაბის ფოტოებმა ხალხი შოკში ჩააგდო
აი თურმე რატო არ ჩანდა ამდენ ხანს – ნახეთ ნინა წკრიალაშვილი ისე შეიცვალა ვეღარც კი იცნობთ
“დამლაგებელ ცოლს მოიყვან?” – ნინო კუზანოვას მოულოდნელი კითხვა ირაკლი მაქაცარიას
მაია ასათიანი შეყვარებულია - ჟურნალისტმა მეგობარ მამაკაცთან ერთად რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა
რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 300 ლარით? - ნახეთ, პარლამენტის ახალი გადაწყვეტილება
დანდობა არ იქნებაო და ანა მალაზონიამ საცურაო კოსტუმში ისეთი უკანალი აჩვენა ხალხს, რომ ამის შემყურე ყბა მართლა ჩამოგივარდებათ (ფოტოები)
"2000 ლარი გვიჯდება ბანკეტი და სესხი გამომაქვს... როდის დამთავრდება ეს მეტიჩრობა?" - შეწუხებული მშობლის წერილი და მიმართვა მშობლებს
"მეუღლემ სექსის დროს, მოწმედ თავზე ოჯახის წევრები დამაყენა "- (ვიდეო)
ფოტოები, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ - როგორ გამოიყურებოდა ლიზი ქონიაძე წლების წინ
პატარა დეტალი, რომლითაც მიხვდებით, რომ ქალს სქესობრივი კავშირი დიდი ხანია არა აქვს - დააკვირდით!
რეკლამა