არაბმა შეიხმა ცოლობის სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი შემომთავაზა – მაკა ხიზანიშვილი

image
ფიტნესინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი “თბილისელებს” ესაუბრა, საიდანაც გტავაზობთ ამონარიდს.
– მაკა, შენს ცხოვრებაში არაერთი ტრაგიკული მომენტი იყო. საკმაოდ მძიმე პერიოდები გამოიარე. როგორ გამონახე საკუთარ თავში ძალა, ცხოვრება თავიდან დაგეწყო?
– მართალია, არაერთი რთული დღე იდგა ჩემს ცხოვრებაში. დედის ავადმყოფობა და გარდაცვალება, მამის ავადმყოფობა და ტრაგიკული დაღუპვა, ბიზნესის დაკარგვა, რამდენი ერთი ჩამოვთვალო… მამის ნევროლოგიურ პრობლემებს, დედის მძიმე დიაგნოზი დაემატა, დიდი ტანჯვის გადატანა მომიწია. მძიმე გასახსენებელია ახლა ის დრო, ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ოცდაათი წლის ვიყავი, როცა მამა ავარიაში მოჰყვა, მანქანა დაეჯახა, დაუზიანდა ხერხემალი და ტვინი. ერთი თვე რეანიმაციაში იწვა. მართალია გადარჩა, მაგრამ პრობლემები დაუტოვა. აგრესიული გახდა, რასაც ადრე არ აკეთებდა, იმის კეთება დაიწყო – არ ეწეოდა და მერე დღეში ორი კოლოფი სჭირდებოდა, ყავას არ სვამდა და ისიც დაიწყო, ოჯახის წევრების მიმართ აგრესიული გახდა, მოკლედ, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ორმოცდაერთი წლის რომ ვიყავი, დედის დაავადების შესახებ საკმაოდ ცუდი დიაგნოზი გავიგე. საირმეში იყო დასასვენებლად, ბებია გარდაიცვალა, დავურეკე, ჩამოდი-მეთქი. მითხრა, ძალიან სუსტად ვარ, რომ დავდივარ მალე ვიღლებიო. ვუპასუხე: ნუ გეშინია, რომ ჩამოხვალ გაგივლის, რაც მეტს იმოძრავებ, უკეთესია-მეთქი. რომ ჩამოვიდა, ექიმს გაესინჯა და მან უთხრა, ალერგიული ხველააო და დაუნიშნა წამლები. ამის მერე სისუსტემ იმატა, გადადგამდა რამდენიმე ნაბიჯს და ისე იღლებოდა, უნდა დამჯდარიყო. დაქალი გაჰყვა ექიმთან, ფილტვებზეა პრობლემა და გადავამოწმოთო. ვიფიქრე, ალბათ, გაცივდა და ფილტვების ანთება აქვს-მეთქი. დედამ მითხრა, ექიმთან შემდეგ ვიზიტზე უნდა გამომყვეო. იქ კი გავიგე, რომ დედას სიმსივნე აქვს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე საშინელი მომენტი. დედას ბოლომდე არ გაუგია, ვუმალავდი. ამის შემდეგ 4 თვეში გარდაიცვალა, ხელებში ჩამაკვდა და ისეთი დეპრესია დამემართა, ისეთი ნევროზი ავიკიდე, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მამასთან გადავედი საცხოვრებლად და მას ვუვლიდი. დედის გარდაცვალების შემდეგ, მამა სამ წელიწადში გარდაიცვალა. დაულევია, დედის გარდაცვალებას განიცდიდა და ვერ გამოხატავდა. არ ვიყავი სახლში, ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო, უმძიმესი პერიოდი. გამიჭირდა მშობლების გარდაცვალების გადატანა. მშობლების გარდაცვალება და ფინანსური კრიზისი, ის ორი მიზეზი იყო, რის გამოც ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ვიღებდი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე გარე სამყაროსთან. ცამეტი წელი ბიზნესი მქონდა – ქალისა და მამაკაცის თეთრეულის მაღაზიათა ქსელი. გარემოებებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სიტუაცია რომ დაიძაბა, გავკოტრდი და დავრჩი სრულიად ნულზე. ანუ, ერთ დილასაც დავრჩი ყველაფრის გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩემი პრობლემა არავისთვის მომიხვევია თავზე, ბავშვობიდან ჩემს პრობლემებს თავად ვუმკლავდებოდი. მიმტანად დავიწყე მუშაობა. ბიზნესის გაკოტრების მერე ფარ-ხმალი არ დამიყრია და ძალიან კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდი. დილით ვვარჯიშობდი და მერე კუს ტბაზე ვმუშაობდი დილიდან საღამომდე. ექვსი წელი ვიმუშავე მიმტანად. სხვათა შორის, იმ პერიოდში, კაფეში შემოდიოდა ერთი მამაკაცი. საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდა და დამაინტერესა, ვინ არის-მეთქი. აღმოჩნდა არაბი შეიხი. მოკლედ, მოვეწონე და ერთ დღესაც, ცოლობის სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარი შემომთავაზა. გამეცინა და უარი ვუთხარი (იცინის). ბევრი ვერ დაიჯერებს ამ ამბავს, მაგრამ უნდა გენახათ, უარი როგორ გაუკვირდა.шаблоны для dle 11.2





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
ამ ფოტოზე 2 ქალს თუ იპოვით 5 წამში, იცოდეთ, რომ თქვენი IQ საშუალოზე მაღალია
ოზურგეთში მიცვალებული გაცოცხლდა ( + ვიდეო)
"ვირუსების სეზონი მოდის და გაგანდობთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივ ნარევს" - რითი იცავს თავს ვირუსისგან და იმყარებს იმუნიტეტს ხატია სიჭინავა?
"დაოჯახებულმა კაცმა ღამე გაატარა გოგონასთან 500 დოლარის სანაცვლოდ, მაგრამ როდესაც საქმე თანხის გადახდაზე მიდგა წარმოუდგენელი რამ მოხდა"
"ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს; შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია"
გოგონა ნაცხის ასაღებად ახალგაზრდა ექიმთან მივიდა… – ”რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე”…
"მიდი კახა არ დამზოგო!" - ორი დღის გადასული ვიყავი, საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი დაღლილი უცებ ზევიდან ატყდა ხმაური
ცოლმა ქმარს მისწერა, რომ მის ძმასთან უღალატა – ქმრის ასეთმა პასუხმა კი ყველა გააოცა
5 ყველაზე აღვირახსნილი ქვეყანა, სადაც სექსი გარანტირებული გაქვთ
4 ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდმკერდიანი ქალები ცხოვრობენ
რეკლამა