"ბოდიშს ვიხდი... კვარაცხელია სკოლაში დაცვით არ მისულა" - თეონა დოლენჯაშვილი, რომლის პოსტმაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, განმარტებას აკეთებს
როგორც საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-სთან საუბარში მწერალმა განმარტა, ფეხბურთელი სკოლაში დაცვის გარეშე მივიდა.
"ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებული პოსტი, რომელიც ჩემს ფბ გვერდზე დაიდო, იყო ემოციურ ნიადაგზე დაწერილი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. არ მიფიქრია, თუ მას ასე სწრაფად აიტაცებდნენ სააგენტოები, რადგან პოსტი მალევე წაიშალა. რადგან ბავშვების დიდი აჟიოტაჟის გამო სკოლაში შეიქმნა უკონტროლო სიტუაცია, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, კვარა აივნიდან მისალმებოდა ბავშვებს.
გარდა ამისა, ეს იყო ვირუსებისგან დაცვის პრევენციით გამოწვეული. კვარაცხელია სკოლაში დაცვით არ მისულა და სიტუაციურად იმოქმედა სკოლამაც და ფეხბურთელმაც ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. ბოდიშს ვიხდი არასწორი ინფორმაციის დადებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა TIA.GE-სთან საუბარში.
წყარო: tia.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები