"არ ვნანობ, რომ ქმარს ყოველდღე ვღალატობ და სხვებთან ვწევარ..." - როგორ იქცა ქმრის მიერ ემიგრაციაში გაშვებული ქართველი ქალი მეძავად?

image
აქართველოდან ოჯახების სარჩენად ათასობით მოქალაქეა უცხო ქვეყანაში გადახვეწილი, მათ შორის უმეტესობა ქალია. ზოგიერთი მათგანი კი საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ქმარმა გაუშვა. ასეთია ამ ისტორიის გმირი ქალის ამბავიც.

"საქართველოში ქმართან და ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ. უკვე იმდენი რამ ვნახე, მგონია, რომ ღრმა მოხუცი ვარ. როცა გავთხოვდი, ვფიქრობდი, რომ მიყვარდა, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ მასთან ყოფნას მიჩვეული ვიყავი და ის არც ისეთი ძლიერი კაცი იყო, როგორიც წარმომედგინა.

ბედს შევეგუე, მასთან დავრჩი და შვილების აღზრდით დავკავდი. ძალიან გაგვიჭირდა, თეთრებს ვანაწილებდით, რომ როგორმე თავი გაგვეტანა. ახლობელმა თურქეთში მუშაობა შემომთავაზა.

ჩემს ნაცვლად, მას გახარებულმა ქმარმა უთხრა, ვუშვებო. ის უმუშევარია და სოციალური დახმარების იმედად ვიყავით. გამიჭირდა ბავშვების დატოვება… ცრემლებით წავედი და მათზე ფიქრში ვათენებდი… თავიდან მითხრეს, რომ ხელფასი 500 ლირა მექნებოდა, მთლიანად ჩემი ქმარი ითხოვდა და მათთან ვგზავნიდი.

მერე მოსავლელი მოხუცი გამოჩნდა და მასთან გადავედი სამუშაოდ, მისმა შვილმა მითხრა 500 დოლარს მოგცემო. ქმარს ისევ ლირას ვუგზავნიდი და განსხვავება რაც მრჩებოდა ბავშვებისთვის ვინახავდი. ჩემი ბებიის შვილი შემომეჩვია, ყოველ საღამოს მოდიოდა და ინგლისურად მესაუბრებოდა.

ერთხელაც დავლიეთ და მის ლოგინში აღმოვჩნდი, დილით 100 დოლარი დამხვდა ტუმბოზე. მერე, თავის მეგობრებთან ერთად წამიყვანა უქმეებზე და იქ სამ მამაკაცს მოვემსახურე, დიდი ფული ავიღე.

მერე, მოხუცის მოვლას თავი დავანებე და ჩემი ნაცნობის მეგობრებისა და მათი ნაცნობების წრეში გამოძახებებზე სიარული დავიწყე. ბებიას შვილმა თავის სახლში გადამიყვანა და ქირას არ ვიხდი. მეძავად გადავიქეცი და ფულს ასე ვშოულობ, მერე სახლში ვგზავნი და ჩემს შვილებთან ერთად ჭუჭყიანი ლოგინით ნაშოვნ ლუკმას ქმარი იყოფს.

სახლში წევს და 24 საათი უდარდელად არის. მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი ავტოსადგურში ატირებული ცოლი, დანიშნულების ადგილას მეძავად იქცა. არც არასოდეს ვეტყვი, უბრალოდ ისე ვექცევი, როგორც დაიმსახურა.

არ ვნანობ, რომ ქმარს ყოველდღე ვღალატობ, რომ მის გარდა, სხვებთან ვწევარ და მათ უკეთ იციან ჩემი ფასი, ვიდრე ე.წ.მეუღლემ. მის წარმოსახვაში უბრალოდ მომვლელი ვარ და მეტი არაფერი…

აი, მხოლოდ მომავალი მაშინებს… როცა დადგება დრო, რომ უნდა წამოვიდე, როცა შვილებს თვალებში უნდა ჩავხედო, მაშინ როგორ ვიგრძნობ თავს?! ესაა, რაც არ მასვენებს… თუმცა, მეძავობით გაცილებით მეტს ვშოულობ და ბანკში შემაქვს, რათა რამე არ მოხდეს და ბავშვებს არ დაეკარგოთ.

ხან ძალიან სასურველი, ხან უკანასკნელი ქალი მგონია თავი. ჩემში ორი საპირისპირო გრძნობა ცხოვრობს, რომელიც ხან აქეთ მექაჩება, ხან – იქით… ნეტავ, რა მოხდება ჩემმა შვილებმა სიმართლე რომ გაიგონ და შემიძულონ? მხოლოდ ეს მადარდებს.

ქმრის ყურამდე რომ მოვიდეს, სანამ აქ ვარ არც კი შეიმჩნევს ცოდვიანი ლირები რომ არ მოაკლდეს, აი როცა ჩამოვალ, მერე აუცილებლად მცემს და ის იქნება… ძნელია ქუჩის ქალის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში არ ვდგავარ…

მამაკაცებო, დომინოს კოჭები გადაყარეთ და ხელში პასუხისმგებლობა აიღეთ, სანამ ცოლის ნაშოვნი მუქთა ლირებით თუ დოლარებით მუცლებს დაინაყრებთ და ოჯახს ცხოვრებას დაუნგრევთ”

წყარო:ქшаблоны для dle 11.2





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
"მირჩიეთ რამე, ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე
"ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა, ახლა მისგან ბავშვს ველოდები, მაგრამ მშობლები წინააღმდეგი არიან, მირჩეთ რა ვქნა.."
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
რეკლამა
პოპულალური
ამ ფოტოზე 2 ქალს თუ იპოვით 5 წამში, იცოდეთ, რომ თქვენი IQ საშუალოზე მაღალია
ოზურგეთში მიცვალებული გაცოცხლდა ( + ვიდეო)
"ვირუსების სეზონი მოდის და გაგანდობთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივ ნარევს" - რითი იცავს თავს ვირუსისგან და იმყარებს იმუნიტეტს ხატია სიჭინავა?
"დაოჯახებულმა კაცმა ღამე გაატარა გოგონასთან 500 დოლარის სანაცვლოდ, მაგრამ როდესაც საქმე თანხის გადახდაზე მიდგა წარმოუდგენელი რამ მოხდა"
"ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს; შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია"
გოგონა ნაცხის ასაღებად ახალგაზრდა ექიმთან მივიდა… – ”რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე”…
"მიდი კახა არ დამზოგო!" - ორი დღის გადასული ვიყავი, საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი დაღლილი უცებ ზევიდან ატყდა ხმაური
ცოლმა ქმარს მისწერა, რომ მის ძმასთან უღალატა – ქმრის ასეთმა პასუხმა კი ყველა გააოცა
5 ყველაზე აღვირახსნილი ქვეყანა, სადაც სექსი გარანტირებული გაქვთ
4 ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდმკერდიანი ქალები ცხოვრობენ
რეკლამა