“ჩემი ძმის სიდედრი შემიყვარდა… ამხელა კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება”


image
ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემი ცხოვრება ოდესმე ბრაზილიურ სერიალს დაემსგავსებოდა. 38 წლის კაცი ვარ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ მარტო დარჩენა და გულიანად ტირილი მენატრება.

ერთი პერიოდი თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გავიმეტე მშობლები ამხელა ტკივილისთვის.

მე და ხათუნამ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. ცოლთან ახალი გაშორებული ვიყავი და ვიფიქრე, ვირტუალურ ნაცნობობას გულს გადავაყოლებდი. რამდენიმეკვირიანი მიმოწერის შემდეგ მივხვდი, რომ ხათუნას გარეშე ვეღარ ვძლებდი. ჩემზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ და როგორც მითხრა, დასაოჯახებელი.
დიდი ხანი არ მხვდებოდა, ბოლოს როგორც იქნა დავითანხმე და სწორედ შეხვედრისას გამომიტყდა, რომ 3 წლის წინ დაქვრივდა და 19 წლის გოგონა ჰყავდა. ძალიან პატარა, 16 წლის გათხოვდა. მართალია, ქმარი უყვარდა, მაგრამ რამდენიმე წელში ერთმანეთი მობეზრდათ და მხოლოდ შვილის გამო ცხოვრობდნენ ერთ სახლში.
მერე მეუღლე მოულოდნელად ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარდა, ყველას ეგონა, რომ იდეალური ოჯახი გვქონდა, ისეთი კარგად ვთამაშობდითო. სწორედ ამიტომ რცხვენოდა ჩემთან შეხვედრის.
იცოდა, ჩვენი ურთიერთობა თუ განვითარდებოდა, მალე საზოგადოების წინაშე მოუწევდა თავის მართლება.
კარგა ხანს ვამშვიდებდი. გულწრფელად შემეცოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მალე ამ ქალის გარეშე სიცოცხლე გამიჭირდებოდა. მარტო ვცხოვრობ და რამდენჯერმე ჩემთან სახლში დავპატიჟე.
თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა. ვიცი, არ დაიჯერებთ, მაგრამ ფიზიკური ურთიერთობა არ გვქონია. ხათუნა მეუბნებოდა, რომ ჯერ მზად არ იყო.
სამთვიანი ნაცნობობის შემდეგ მოულოდნელად მივლინებით საბერძნეთში წავედი. ორი კვირა საყვარელ ქალს ვერ ვნახავდი და ამას ძალიან განვიცდიდი. ხათუნამ მითხრა, არა უშავს, ორივე გავერკვევით გრძნობებში და რომ ჩამოხვალ, ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავალთო.
მივლინებიდან სამ დღეში გავიგე, რომ ჩემი ნაბოლარა ძმა, რომელსაც მშობლები სიბერის შვილს ეძახდნენ, მოულოდნელად თავის თანაკურსელზე დაქორწინდა.
დედაჩემი ბედნიერი მიყვებოდა ტელეფონში, როგორი ლამაზი რძალი ჰყავდა. თან დაამატა, იმედია, შენგან განსხვავებით მამუკასთვის ეს პირველი და უკანასკნელი ცოლი იქნებაო. მივლინებიდან დაბრუნებული, საჩუქრებით დატვირთული მშობლიურ სახლს ვესტუმრე.
რძლის დანახვაზე კინაღამ შოკში ჩავვარდი, ხათუნას ახალგაზრდობა მიყურებდა და მიღიმოდა. მაშინვე მივხვდი, რა უბედურება დამემართა, მაგრამ თავის გასამხნევებლად გოგონას ოჯახური ამბები მაინც გამოვკითხე.
იმ დღეს სახლში გაუბედურებული დავბრუნდი. საღამოს ხათუნას უნდა შევხვედროდი, მაგრამ მეილზე ვრცელი წერილი მივწერე და დავიძინე. არ მიპასუხა, ან რა უნდა მოეწერა, როცა ცხოვრება ორივეს თავზე ჩამოგვენგრა. იმის გაცნობიერებაც კი მიჭირს, რა შეიძლებოდა ამ ამბავს მოჰყოლოდა.
წყარო : ჟურნალი რეიტინგი
ფოტოსურათი მითიტებულია თემატურადшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

მზეონა
მზეონა 1 декабря 2022 18:10
ეს ფაქტი თუ სიმართლეა, მე ამათი ურთიერთობის პერსპექტივაში ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ. რა მოხდა თუ შეყვარებულის ქალიშვილი ძმამ ცოლად მოიყვანა??? ის გოგონა არც მისი შვილია და არც სისხლით ნათესავი... ასე, რომ ტყუილად ნერვიულობენ...

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
"მირჩიეთ რამე, ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
"ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა, ახლა მისგან ბავშვს ველოდები, მაგრამ მშობლები წინააღმდეგი არიან, მირჩეთ რა ვქნა.."
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა