"სანამ გაბუს ცოლი გავხდებოდი, ვახო ბიჭიკაშვილისა და თემო ნიქაბაძის შეყვარებული ვიყავი "- ნინი მოხევიშვილის პირადი

image
27 წლის ნინი მოხევიშვილი ეკრანზე გამოჩენისთანავე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მისი გარეგნობის გამო გულგრილად უცხო ადამიანიც კი ვერ ჩაუვლის. თუმცა, ნინი დღეს მარტოა და მის გვერდით მამაკაცი არ დგას. მიაჩნია, რომ გაუმართლა, რადგან ყოველწამიერად უამრავ სითბოსა და ყურადღებას გრძნობს და „კომედის“ სკეტჩებში მონაწილეობა კი მისთვის დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა.

ნინი მოხევიშვილი: პრანჭიკელა ბავშვი ვიყავი, სულ სარკის წინ ვიდექი და ეს ხასიათი დღემდე გამომყვა. გავივლი, გამოვივლი, სარკეში უნდა ჩავიხედო. სხვათა შორის, მინდოდა, ეკრანზე გამოვჩენილიყავი და პოპულარული და ცნობადი გოგო გავმხდარიყავი. ჩემი ბავშვობის სურვილი და ოცნება იყო, ჟურნალისტი გავმხდარიყავი. დავიჭერდი სავარცხელს ან ტელევიზორის პულტს, დავდგებოდი და ინტერვიუებს ვიღებდი. პირველად გადაცემა „ანა-ბანაში“ გამოვჩნდი. სკოლაში მოვიდნენ და ამარჩიეს. სიხარულით გადავირიე, ტელევიზორში გამოვჩნდები-მეთქი. მკითხეს, რა არის შენი ოცნებაო და ვუპასუხე: ჟურნალისტობა-მეთქი და ზუსტად, პატარა ნინი ექვსი წლის ასაკში „ანა-ბანას“ ჟურნალისტი გახდა. მერე ავიჩემე, პოდიუმზე მინდა გამოსვლა-მეთქი და სამოდელო სააგენტოში შევედი. ორჯერ გამოვედი ჩვენებაზე. სამი თვის მერე, მივხვდი, აღარ მინდოდა მოდელობა, წამოვედი იქიდან და ცეკვაზე შევედი. ზოგადად, დღემდე ასე ვარ, მარტივად მბეზრდება ერთ ადგილას ყოფნა, ეს ჩემი ცვალებადი ხასიათის ბრალია. ერთადერთი გამონაკლისი, „კომედი ჯგუფის“ ბიჭებია, რომელთა გვერდით ყოფნა არ მბეზრდება.

 ისე მიყვარს ჩემი სამსახური, ამ თემაზე საუბარი მსიამოვნებს. გავიგე, რომ მაშინ ია ფარულავას გადაცემისთვის ეძებდნენ ჟურნალისტ-სტაჟიორს. ჩემმა მეგობარმა, ნათია დედანაშვილმა, მითხრა და მივედი „რუსთავი 2-ში“. ერთი წელი ვიმუშავე, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში გადავწყვიტე, ეს ჩემი საქმე არ არის და თავს დავანებებ-მეთქი და ზუსტად იმ პერიოდში დამირეკა ალეკო მალხაზიშვილმა, შენი დახმარება გვჭირდებაო. არც კი მიკითხავს, რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება, სასწრაფოდ ჩამოვფრინდი ბათუმიდან თბილისში. ოფისის მენეჯერი გავხდი და უბედნიერესი ვიყავი. ასე მივედი კომედის ბიჭებთან სამი წლის წინ. ვხუმრობ ხოლმე: ალეკო ჩემი ნათლიმამაა-მეთქი. ერთხელ ოთახში ვღიღინებდი ჩემთვის, ასე თუ ისე, სმენა და ხმა მაქვს. იმ დროს ამიკო ჩოხარაძის გადაცემისთვის გოგო-თანაწამყვანს ეძებდნენ. ალეკომ მთხოვა: იქნებ, სიმღერა ჩაწერო და სხვას დავაყენებთ, ვითომ ის მღერისო. უარი არ მითქვამს, ჩავწერეთ სიმღერა და მეორე დღეს ალეკომ დამიბარა და მითხრა: გაემზადე, ზეგ ჩაწერა გვაქვსო. ვერ მივხვდი, რისთვის მამზადებდა, მაგრამ ფაქტია, გადასაღებ მოედანზე, სცენაზე მოვხვდი. სხვათა შორის, თავიდან უარი ვუთხარი: ამხელა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებ-მეთქი, მაგრამ ორ დუბლში ჩავწერეთ. სიმღერას „სულელელა“ ერქვა და ეს სახელი დღემდე შემომრჩა, ნახევარი სამსახური „სულელელას“ მეძახის. პირველი „სკეტჩიც“ მახსოვს და პირველი ცნობადობაც ქუჩაში. პანდემიის პერიოდში პირბადით და სათვალით შენიღბული დავდიოდი. მე ვერ ვცნობდი ჩემს თავს და ბავშვმა ზურგიდან მიცნო: ნახე, დედა, სიარულის მანერაზე ვიცანი, „კომედი შოუში“ რომ გოგოა, ის არისო. მოვიხსენი პირბადე და ჩავეხუტე. თავიდან, რომ მეუბნებოდნენ, ფოტო გადავიღოთო, მეუხერხულებოდა, ახლა მიხარია და ბედნიერი ვარ. მომწონს, როცა მცნობენ და ყურადღებას მაქცევენ, მეფერებიან. თავიდან კი, ასე დაიწყო – მაშინ ავთო მარგველაშვილი იყო „კომედის“ პროდიუსერი. დამიძახა და მითხრა: პატარა როლია „სკეტჩში“, უნდა იჯდე და არაფერი აკეთოო. თურმე, ჩაფიქრებული ჰქონია, დიდი ვარსკვლავი გავეხადე. მოკლედ, შემაჩვია კამერებს და დღეს თუ ხალხი მცნობს და სითბოს გამოხატავს, მისი დამსახურებაა. არ დამავიწყდება თაკო აბაშიძისა და მიშა ანდღულაძის შვილის როლი რომ შევასრულე, ვფიქრობდი: ვა, თაკოსა და მიშას შვილიც გავხდი-მეთქი. მერე, სანამ გაბუს ცოლი გავხდებოდი, ვახო ბიჭიკაშვილისა და თემო ნიქაბაძის შეყვარებული ვიყავი. სხვათა შორის, ლაშა გაბუნიას არ უნდოდა, მისი ცოლი ვყოფილიყავი, მაგრამ ბედს შეეგუა.

წყარო: digest.pia.geшаблоны для dle 11.2




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
12-წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი
რადგან უამრავ ადამიანს აინტერესებს მისი ვინაობა გეტყვით... დახმარებას არ ითხოვს... მათ ყველაზე მაგარი რამ აქვთ, ერთმანეთი ჰყავთ...
"სანამ გაბუს ცოლი გავხდებოდი, ვახო ბიჭიკაშვილისა და თემო ნიქაბაძის შეყვარებული ვიყავი "- ნინი მოხევიშვილის პირადი
12-წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
რეკლამა
პოპულალური
თუ ალკოჰოლს არ სვამთ, ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ ხართ - ახალი კვლევის შედეგი
სანდრა რულოვსი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს - სრულიად მოულოდნელი...
ყოფილი მოკრივე მძარცველებს რომლებიც მის სახლში შეიჭრნენ 5 დღე აუპატიურებდა
ფოტო, რომელიც სოციალური ქსელების განხილვის საგნად იქცა: ჯერ კიდევ ვერ შენიშნეთ რატომ?
„სამი თვის პატარძალი ვიყავი, როდესაც მამამთილმა თავისი ძმაკაცები მოიყვანა.. ქეიფი ცოტა ხნის დაწყებული იყო, როდესაც მამამთილმა დამიძახა და მეგობრებს უთხრა: ახლა ჩემი რძლის მკერდის სადღეგრძელო უნდა დავლიოო..“
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლისთვისაც 2023 წელი ყველაზე წარმატებული წელი იქნება
11 შეცდომა, რომელსაც ქალი ლოგინში უშვებს
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან დაუვიწყარნი სექსში
თუ ზოდიაქოს ამ ნიშნით ხართ დაბადებული, 2023 წელს ყველაზე მეტად გაგიმართლებთ
"სალაროსთან ბიჭი მედგა რომელიც ძალიან დაძაბული იყო დავეხდე და პრეზერვატივს ყიდულობდა... პროტესტის ნიშნად მეც ვიყიდე ეს პრეზერვატივი"
რეკლამა