კვირაში რამდენჯერ უნდა დაკავდეთ სექსით? - ფსიქოლოგები გირჩევენ


image
სექსი და ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწორედ სექსთანაა დაკავშირებული თქვენი ბედნიერების ხარისხი, განწყობა. სექსს შეუძლია სტრესისგან გაგათავისუფლოთ, დაგაძლევინოთ დეპრესია, ასევე ის დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.
სამწუხაროდ, როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, დროთა განმავლობაში ადამიანები სულ უფრო ნაკლებად კავდებიან სექსით.

 ხშირად მოგისმენიათ ალბათ ფრაზა, რომ საქართველოში სექსის დეფიციტია, როგორც ჩანს, საქართველო არ არის გამონაკლისი - ბოლო წლებში აშშ-ში სექსის ნაკლებობაზე საუბრობენ მკვლევარები და სწორედ ამას უკავშირებენ იმას, რომ სულ უფრო მეტი ადამიანია დეპრესიაში.

ამერიკელ მკვლევართა დასკვნით, ადამიანებს ჩვენს დროში ნაკლებად აქვთ სექსი გასულ დეკადასთან შედარებით. სექსის ნაკლებობას განიცდიან განსაკუთრებით დაქორწინებული წყვილები, რომლებსაც ჰყავთ შვილები და აქვთ სამსახური.
ფსიქოლოგისა და სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯინ თვენჯის თქმით, როცა დაქორწინებულ წყვილებში სექსის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, ეს ძირითადად უკავშირდება მოუცლელობას, იმას, რომ ადამიანები გამუდმებით სამსახურის, საოჯახო, თუ მშობლის მოვალეობების შესრულებით არიან დაკავებულნი. ერთმანეთსთვის დრო უბრალოდ აღარ რჩებათ.
ამასთანავე, თანამედროვე ეპოქაში გართობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, წყვილები თავისუფალ დროს საყვარელი შოუებისა და ფილმების ყურებაში ატარებენ. ადამიანები იმდენად გადართულები არიან სხვა საქმეებზე, რომ მათ აღარ რჩებათ სექსისთვის აღარც დრო და აღარც ენერგია.
კვლევის თანახმად, ზრდასრული ადამიანი(კვლევა ეხებათ ამერიკელებს) საშუალოდ 54-ჯერ კავდება წელიწადში სექსით, დაქორწინებულ წყვილებს კი, სექსი წელიწადში 51-ჯერ აქვთ.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანი კვირაში ერთხელ მაინც უნდა დაკავდეს სექსით და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მისი ბედნიერების ხარისხი გაიზარდოს. რაც მთავარია, სექსს პოზიტიური გავლენა განსაკუთრებით მაშინ აქვს ადამიანის ფსიქიკაზე, როცა პარტნიორებს ერთმანეთი ძალიან უყვართ და დიდი ლტოლვა აკავშირებთ.
ფსიქოლოგ ემი მიუსის თქმით, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის წინაპირობა ჯანსაღი და რაც შეიძლება მეტი სექსია, თუმცა დასაწყისისთვის კვირაში სექსით ერთხელ დაკავებაც ნორმალური იქნება.
პროფესორი ჯორჯ ლოუენშტეინი ამბობს, რომ თუ წყვილს კვირაში ერთხელ აქვს სექსი, რა თქმა უნდა, შეუძლიათ გაზარდონ რაოდენობა და მალე აღმოაჩენენ, რომ მათი ჯანმრთელობისა და ბედნიერების ხარისხი გაცილებით ამაღლდება.

წყარო: trend.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა