ქალი 16 წელი მალავდა,რომ კაცი იყო და მაშინ გაამჟღავნა სიმართლე,როდესაც შეყვარებულმა ცოლობა სთხოვა


image
ტრანსგენდერი ქალი 16 წელიწადი მალავდა, რომ მამაკაცად იყო დაბადებული და საბოლოოდ საიდუმლო მხოლოდ საყვარელს გაუმხილა.

32 წლის ჯეიმი პანდიტი (Jamie Pandit), 11 წლის ასაკში, ოჯახთან ერთად ბანგლადეშიდან ტორონტოში (კანადა) გადავიდა საცხოვრებლად, იგი აღიარებს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული მამაკაცად ყოფნა მისთვის არაკომფორტული იყო. 14 წლის ასაკში საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ტრანსგენდერი იყო. ამავე დროს, კლასელები გამუდმებით დასცინოდნენ პანდიტს, როდესაც ის სთხოვა მისთვის "გოგონა" ეწოდებინათ.
"როდესაც 16 წლის ვიყავი, სახლიდან მამაკაცის ტანსაცმლით გამოვდიოდი, შემდეგ საზოგადოებრივ ტუალეტში შევდიოდი და ქალის ტანსაცმელს ვიცვამდი . სახლში წასვლისას ისევ მამაკაცად გარდავიქმნებოდი, რათა ჩემს არცერთ ნაცნობს არ დავენახე და ეჭვქვეშ არ დაეყენებინა ჩემი გენდერული იდენტობა. ”- იხსენებს ჯეიმი.

17 წლის ასაკში პანდიტი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც არავინ იცოდა მისი ბიოლოგიური იდენტობის შესახებ. მას ჩაიტარა ჰორმონოთერაპია და გაიკეთა ოპერაცია.

მთელი ამ წლების განმავლობაში ქალს არავისთვის გაუმჟღავნებია საკუთარი წარსული შესახებ, მაგრამ როდესაც მან ურთიერთობა დაიწყო 38 წლის მამაკაცთან, სახელად ფილ სილვასთან, პანდიტი მიხვდა, რომ მასთან გულწრფელი უნდა ყოფილიყო .

ერთთვიანი ურთიერთობის შემდეგ, პარტნიორებმა სიყვარული შეჰფიცეს ერთმანეთს, ამის შემდეგ ჯეიმი გამოტყდა, რომ იგი მამაკაცად იყო დაბადებული. სილვამ უპასუხა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს: „მე შენ გხედავ ისეთს, როგორიც ხარ. ქალი და თანაც ლამაზი ”.

ახლა წყვილი ქორწილისთვის ემზადება. სილვა განაგრძობს საყვარლის მხარდაჭერას .იგი დაეხმარა მას საჯაროდ გაეხილა თავისი საიდუმლოება YouTube– ის არხის მეშვეობით.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
უდიდესი ტრაგედიაა – სანდრა რულოვსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
ლაშა ბექაური შეყვარებულს დაშორდა?! - სოციალურ ქსელებში მათ ერთმანეთის ფოტოები წაშალეს
"იცოდე მეორედ დაგაფეხმძიმებ" - გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძეს მიმართავს
სად არის გიორგი გახარია - მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ - რა არის ეს, რა პრანჭვაა? - ალეკო ელისაშვილი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
რეკლამა