”ჩემი შვილი 2 კვირაა ძალიან უცნაურად იქცევა, ერთხელაც მის ოთახში შევედი და საშინელი სუნი ვიგრძენი… შემდეგ ბავშვმა ტირილით მითხრა…” – ნახეთ რაში გამოიჭირა დედამ 5 წლის შვილი


image

“ორი კვირაა ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ. მართალია, 5 წლის არის და ბევრი არ მოეთხოვება, მაგრამ რამდენიმე დღეა დაძაბული მეჩვენება. გაფანტულია და თითქოს ვერც ერთ ოჯახის წევრს ვერ გვამჩნევს, ტკბილეულს და შოკოლადებს პირს არ აკარებდა და ახლა ბაღშიც კი მიაქვს საჭმელად. თითქოს არაფერი, მაგრამ ამდენმა ცვლილებამ დამაფიქრა და გადავწყვიტე, მეტად დავკვირვებოდი.

ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ახალი ნაყიდი სათამაშოებიდან აღარც ერთი აღარ ჰქონდა და ვკითხე, რა უყო სათამაშოებს. მიუხედავად იმისა, რომ ცელქია, ტყუილებს თავს ვერ აბამს, თუმცა ამჯერად სცადა და მითხრა, რომ სათამაშოები ბაღში დარჩა.

ათასი საფიქრალი მაქვს და საბოლოოდ ჩავთვალე, რომ შიოს განსაკუთრებული არაფერი ჭირდა, თუმცა გუშინ მის ოთახში გასანიავებლად რომ შევედი, უცნაური სუნი მეცა, აი, ისეთი დამპალი საჭმლის. თანდათან ბავშვის ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი და სათითაოდ უჯრების გამოღება დავიწყე.
ბოლოს ისეთ უჯრას მივადექი, სადაც დაპატარავებულ ტანსაცმლებს ვინახავ და ფაქტობრივად იშვიათად მიწევს გამოღება. რას ვხედავ, ერთი დიდ ჭრელ პარკში ფორთოხლები, ბანანი, შოკოლადები, სახატავი ფურცლები და სათამაშოები აწყვია. ხილს წვენი გამოსული ჰქონდა და ყველაფერი ისე იყო აზელილი ერთმანეთში, კივილს არაფერი მაკლდა, თან ის მაგიჟებდა, ამის გაკეთება რაში დაჭირდა-თქო, თავი ვერ მოვთოკე და ხმამაღლა დავუძახე.
ოთახში შემოსულს ცრემლები უკვე მზად ჰქონდა და თითქოს ჩემს კითხვას ელოდა, თვითონ არაფრის თქმას არ აპირებდა… მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა, მივუახლოვდი, კალთაში ჩავისვი, მოვეფერე. მერე დაიწყო ლუღლუღი და ჩანაფიქრი რომ გამანდო, ცრემლები თავისით წამომივიდა.
– დედა ბაღში ხომ ზეიმზე თოვლის ბაბუას მოაქვს საჩუქრები ?
– როგორ არა, მოაქვს.
– თურმე ზოგიერთი ბავშვი საჩუქრის გარეშე რჩება.
– ეს ვინ გითხრა?
– ანდრიამ მითხრა, ზეიმზე არ მოვალო და შენთან ერთად ვერ ვიმღერებო, რადგან ჩემთვის საახალწლო საჩუქარი თოვლის პაპას არ მოაქვსო.
– მე ვუთხარი, რომ ეს ტყუილი იყო, ანდრომ კი მითხრა, რომ დედამ უთხრა ასე და რომ ჯობია ზეიმზე საერთოდ არ მოვიდეს. ამიტომ გადავწყვიტე, ანდროს თოვლის ბაბუა მე ვიყო და ზეიმზე ჩემთან ერთად იმღეროს…
ათასი ფიქრი ამეშალა ამ ამბის მოსმენაზე და შიოსთვის არც მიკითხავს, რატომ დამიმალა… მეორე დილას საჩუქრები ერთად ვიყიდეთ, თუმცა მთავარი წინ იყო. ანდრია ზეიმის დღეს ბაღში მართლა ხომ უნდა მოსულიყო, რომ თოვლის პაპას საჩუქრები გადაგვეცა. ამიტომ გადავწვიტე, მასწავლებლისთვის მისი დედის ნომერი გამომერთმია. გამიჭირდა დარეკვა, მაგრამ ბავშვების გამო გავბედე… როგორც აღმოჩდა, ჩემი შვილის მეგობარს კიდევ ორი ძმა ჰყავდა, რომელთა რჩენას ქმრისგან მიტოვებული დედა ვაივაგლახით ახერხებდა და ბავშვების საახალწლო საჩუქრებისთვის ფულს აბა, როგორ მოუყრიდა თავს…
როცა ანდრიას ძმებისთვისაც ჩავალაგეთ საჩუქრები, შიო მეუბნება:
“დედა, ალბათ ჩვენსავით ეხმარებიან ადამიანები თოვლის ბაბუას საჩუქრების შეგროვებაში, მარტო ამდენს როგორ შეძლებდაო”?!
შიო ყოველ ღამე, დაძინებადე დღეებს თითებზე ითვლის, ზეიმს ელოდება… უხარია, 5 წლის თოვლის ბაბუა ვარო! ისიც კი მოიფიქრა, ბაღში სად დაუმალოს ანდროს საჩუქარი.
(ეს ამბავი იმიტომ მოგიყევით, რომ მიხარია, ამ პატარა ბავშვებში უფროსებზე მეტი რომ არის თანადგომის, თანაგრძნობის განცდა)

шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
”ერთ დღეს შეყვარებულის ქცევებმა დამაეჭვა და რომ წავიდა მეც ჩუმად უკან გავყევი, ცოტახანში კი თავი ისეთ ადგილას ამოვყავი, რომ კანკალმა ამიტანა…”
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
”ერთ დღეს შეყვარებულის ქცევებმა დამაეჭვა და რომ წავიდა მეც ჩუმად უკან გავყევი, ცოტახანში კი თავი ისეთ ადგილას ამოვყავი, რომ კანკალმა ამიტანა…”
"ჩემზე ასაკით ბევრად უმცროსი ბიჭი შემიყვარდა, ახლა მისგან ბავშვს ველოდები, მაგრამ მშობლები წინააღმდეგი არიან, მირჩეთ რა ვქნა.."
"ჩემზე 15 წლით უმცროსი ბიჭი შემიყვარდა და მისგან ბავშვს ველოდები, მისი მშობლები წინააღმდეგი არიან, გვირჩეთ რა ვქნა.."
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა