„ღმერთმა მაჩვენა, როგორი იყო სიყვარული, რომლის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი...“ - „ესკორტმა ქალმა“ მოულოდნელად ძველი ცხოვრება მიატოვა და ეკლესიაში ქადაგება დაიწყო
ტესა უილიამსი 45 წლისაა, ის სიდნეიში ცხოვრობს, 15 წლის განმავლობაში მუშაობდა სექს ინდუსტრიაში. ქალი სპეციალიზებული იყო BDSM სერვისებში და კლიენტისგან საათში 800 ავსტრალიურ დოლარს იღებდა. 2021 წელს ქალის ცხოვრება შეიცვალა. უილიამსის თქმით, იგი ღმერთს მიუბრუნდა და დახმარება სთხოვა.
ქალი ჰყვება, რომ ერთ-ერთი სეირნობისას ეკლესიასთან მოხვდა და გაიგონა ხმამაღლა ნათქვამი: "ეს არის ადგილი, სადაც შენ ხარ". რამდენიმე დღის შემდეგ იგი ეკლესიაში მივიდა და მოძღვარს თავისი ამბავი უამბო. საბოლოოდ მან სექს-ინდუსტრიაში მუშაობა ბიბლიის კითხვასა და ეკლესიაში ქადაგებაში გაცვალა, მოგვიანებით კი მოინათლა და დაიწყო მუშაობა საკვირაო სკოლის მასწავლებლად.
„ღმერთმა გადამარჩინა ტოქსიკური ცხოვრებისგან, მან ხელახლა დამაკავშირა ჩემს მორწმუნე ოჯახთან და მაჩვენა, როგორი იყო სიყვარული, რომლის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი”, - ამბობს ის.
წყარო: primetime.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები