გურამი 9 წლის იყო, როცა დედ-მამა თვალწინ მოუკლეს, 20 წლის შემდეგ კი შური იძია – სკანდალური კრიმინალური ვენდეტა


image
დღეს ქურდულ სამყაროში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს ქუთაისელი „კანონინიერი ქურდის“, ავთანდილ ჩიხლაძის ვაჟი, გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოვიჩი“.

მას სამართალდამცავებთან პრობლემები არაერთხელ შეჰქმნია. 2015 წელს მის დასაპატიმრებლად მოსკოვის მილიციამ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციაც კი ჩაატარა, თუმცა, როგორც რუსული მედია იუწყება, მაშინ „კვეჟოვიჩმა“ მილიციას მასტერკლასი ჩაუტარა და ალყიდან დაძვრა. სპეცოპერაცია მოსკოვის სანაპიროზე მდებარე რესტორან „ხინკალნაიაში“ ჩატარდა, სადაც ჩიხლაძე 30 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

„რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლმა ჯგუფმა, სტუმრად მისული 37 პირი დააკავა, მათ შორის ბურიატიიდან ჩასული „საპატიო“ სტუმრებიც. თავად „კვეჟოვიჩმა“ რუს პოლიციელებს მასტერკლასი ჩაუტარა და მათ მიერ ორგანიზებული ალყიდან „ქურდულად“ გაიპარა“, – წერდა რუსული პრესა.

გურამ ჩიხლაძის სახელს, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ სკანდალური კრიმინალური ისტორია უკავშირდება…

1994 წელს 9 წლის გურამ ჩიხლაძის თვალწინ ჩაცხრილეს დედა და მამა – ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ავთო ჩიხლაძე, იგივე „კვეჟო“.
შემთხვევა მოსკოვში, ჩიხლაძეების ბინაში მოხდა. მაშინ თავდამსხმელებმა, ასევე, ესროლეს 9 წლის გურამ ჩიხლაძესაც, თუმცა ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ჩიხლაძეების ოჯახზე თავდასხმამ მაშინ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები, თუმცა რეალური მკვლელის ამოცნობა მხოლოდ გადარჩენილ მცირეწლოვანს შეეძლო.

ზუსტად 20 წლის შემდეგ კი მან შურისძიება გადაწყვიტა…

2014 წლის 11 იანვარს მოსკოვის შემოგარენში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით მელქაძე, მეტსახელად „დათო ფოთინსკი“ მოკლეს. კრიმინალურ „ავტორიტეტს“ თავდამსხმელმა ცეცხლი კრასნოგორსკის ჰიპერმარკეტის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაუხსნა, სადაც ის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა.

პრესა წერდა, რომ ჰიპერმარკეტიდან გამოსულ მელქაძეს ავტომანქანამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა მოულოდნელად უცნობმა ცეცხლი გაუხსნა.

მელქაძე ინსტინქტურად უმცროს ქალიშვილს გადაეფარა, ხოლო ცოლსა და უფროს ვაჟს (10 წლის) დაუყვირა, – გაიქეცითო.

მოულოდნელად მკვლელის იარაღში ტყვია გაიჭედა, რამაც საშუალება მისცა მელქაძესა და მის მხლებლებს ჰიპერმარკეტში შეეღწიათ, თუმცა კილერი არ მოეშვა და სროლით დაედევნა… მძიმედ დაჭრილი მელქაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ითქვა, რომ სწორედ უმცროსმა ჩიხლაძემ იძია შური დავით მელქაძეზე, რომელმაც 20 წლის წინათ მისი ოჯახი ამოწყვიტა.

ნიშანდობლივია, რომ დავით მელქაძე 10 წლის ვაჟის თვალწინ დაცხრილეს, ისევე, როგორც 20 წლის წინათ მოკლეს „კვეჟო“ 9 წლის ვაჟის თვალწინ.

მამის მკვლელობის შემდეგ გურამ ჩიხლაძე გავლენიანი „კანონიერი ქურდების“ გარემოცვაში გაიზარდა. მას უშუალოდ მფარველობდა შაქრო კალაშოვი, რომელმაც 2001 წელს, 16 წლის „კვეჟოვიჩი“ ქურადადაც „მონათლა“.

გურამ ჩიხლაძის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა საქართველოშიც. ბოლოს 2015 წელს, როდესაც ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად ქურდული სამყაროს წევრები აიყვანეს, მათ შორის გურამ ჩიხლაძის ბიძა.

მაშინ სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ჩაატარეს და ორი ბრალდებული უშუალოდ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მომენტში აიყვანეს.
სწორედ გურამ ჩიხლაძის, იგივე „კვეჟოვიჩის“, სახელით ემუქრებოდნენ ადგილობრივ ბიზნესმენებს ზემოხსენებული პირები.
მათი ერთ-ერთი სამიზნე ბიზნესმენი გია დიანოსაშვილი და მისი პარტნიორები გახდნენ, რომლებიც თურქეთსა და საბერძნეთში მგზავრების გადაყვანასა და ამანათების გაგზავნა-მიღებაზე მუშაობდნენ.

ერთ დღესაც მათ ოფისში მოულოდნელი სტუმრები ეწვივნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ ბიზნესიდან 10 ათასი ლარი „ობშიაკში“ უნდა შეეტანათ.
თავდაპირველად შეთავაზებაზე უარი მიიღეს, რის შემდეგაც მათ მიმართ მუქარის ტონმა იმატა.

ამ ინციდენტის შემდეგ გია დიანოსაშვილმა ბიზნესი საერთოდ გააჩერა, თუმცა სამართალდამცავების ჩარევის შედეგად მას და მის პარტნიორებს კუთვნილი თანხა უკან დაუბრუნდათ. აი, რა მოუყვა „პრაიმტაიმს“ დაზარალებულმა ბიზნესმენმა:

„ახლა არანაირ ბიზნესს აღარ ვაწარმოებ. თურქეთი-საბერძნეთის ტუროპერატორი გვქონდა. ვემსახურებოდით მგზავრების გადაყვანას და ამანათების მიღება-გაგზავნას.

ოფისში მოვიდნენ და იყო მუქარა შავი სამყაროს წარმომადგენლების სახელით. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვნენ სამართალდამცავები. ჩაატარეს სპეცოპერაცია და უშუალოდ თანხის გადაცემის მომენტში დააკავეს ეს ხალხი“, – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბიზნესმენი გია დიანოსაშვილი.
 
სტატიის წყაროшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
უდიდესი ტრაგედიაა – სანდრა რულოვსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
ლაშა ბექაური შეყვარებულს დაშორდა?! - სოციალურ ქსელებში მათ ერთმანეთის ფოტოები წაშალეს
"იცოდე მეორედ დაგაფეხმძიმებ" - გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძეს მიმართავს
სად არის გიორგი გახარია - მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ - რა არის ეს, რა პრანჭვაა? - ალეკო ელისაშვილი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
რეკლამა