ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან დაუვიწყარნი სექსში


image
მათ­თვის კი ვი­საც უკვე ნა­პოვ­ნი ჰყავს მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, და­მე­თან­ხმე­ბით ალ­ბათ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არამ­ხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა, არა­მედ სექ­სუ­ა­ლუ­რი კუ­თხით ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვის სა­კი­თხიც.

ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბი, ვი­საც თან­და­ყო­ლი­ლად გა­აჩ­ნია სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­რიზ­მა და შარ­მი, ხოლო არის ნიშ­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც ამ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­სახ­სნე­ლად პარტნი­ო­რის სი­თა­მა­მე და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. დღეს ზო­დი­ა­ქოს სა­უ­კე­თე­სო საყ­ვარ­ლე­ბის სიას წარ­მო­გიდ­გენთ.

ვერ­ძი - ცე­ცხლის სტი­ქი­ის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია და ტემ­პე­რა­მენ­ტით მხო­ლოდ მო­რი­ე­ლი თუ გა­ე­ჯიბ­რე­ბა. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. ვერ­ძე­ბი ქა­ლე­ბიც და მა­მა­კა­ცე­ბიც ბუ­ნე­ბით მო­ნა­დი­რე­ე­ბი არი­ან. ხოლო სექ­სუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში სა­ოც­რად ვნე­ბი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. თუმ­ცა, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ცე­ცხლის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში ვნე­ბის ალი მალე ქრე­ბა.

ტყუ­პი - მოქ­ნი­ლი ენის პატ­რო­ნი, ასე­თი­ვე მოქ­ნი­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია ლო­გინ­ში. გამ­ჭრი­ა­ხი, ენა­მახ­ვი­ლი ტყუ­პი ად­ვი­ლად ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი ქა­რიზ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბის მო­სა­ზი­დად ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს. იგი ხში­რად აც­დუ­ნებს ხოლ­მე პარტნი­ო­რებს ენით. მის­თვის მარ­ტი­ვია სექსზე თა­ვი­სუფ­ლად სა­უ­ბა­რი, რის ხარ­ჯზეც ხში­რად უხ­სნის ინ­ტე­რე­სის ობი­ექტს კომ­პლექ­სებ­სა და უნ­დობ­ლო­ბას.

მო­რი­ე­ლი - სექ­სის გურუ და ყვე­ლა­ზე ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი ნი­შა­ნია მთელ ზო­დი­ა­ქო­ში. მარ­თა­ლია, ხში­რად გა­რეგ­ნუ­ლად ცივი ჩანს, თუმ­ცა ში­ნა­გა­ნად მისი ემო­ცი­ე­ბი ისე­თია, ნე­ბის­მი­ერს დაწ­ვავს. მო­რი­ელს არც ტყუ­პი­ვით ბევ­რი ლა­პა­რა­კი სჭირ­დე­ბა, არც ვერძვით მო­ნა­დი­რის იმი­ჯი სა­ი­მი­სოდ, რომ სა­სურ­ვე­ლი პარტნი­ო­რი ლო­გინ­ში შე­ი­ტყუ­ოს. სა­ა­მი­სოდ მას აქვს კარ­გი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უნა­რი და ქა­რიზ­მა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ მხო­ლოდ მზე­რა­ში ვლინ­დე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი - გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი იდე­ა­ლის­ტი და ტი­პუ­რი "დონ ჟუ­ა­ნია". მშვილ­დო­სა­ნი აღ­მერ­თებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ავან­ტი­უ­რებს და მათ გა­რე­შე სი­ცო­ცხლე ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. ქა­ლიც და მა­მა­კა­ციც ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი და­უ­ღა­ლა­ვი მო­ნა­დი­რეა, ამი­ტომ თუკი სა­მიზ­ნე მო­ი­ნიშ­ნა, მშვილ­დო­სა­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს მის მო­სა­ხიბ­ლად. იგი მხი­ა­რუ­ლი, ოპ­ტი­მის­ტი, გუ­ლუხ­ვი, კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და სა­შინ­ლად მომ­ხიბ­ვლე­ლია, რაც ნე­ბის­მი­ე­რი პარტნი­ო­რის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­ში უწყობს ხელს. თუმ­ცა რამ­დე­ნად ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა მისი მო­რი­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ეს უკვე მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია.

მერ­წყუ­ლი - გლო­ბა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე ში­ზოფ­რე­ნი­კი, რო­მელ­საც სექ­სის სა­კი­თხში არა­ნა­ი­რი ტაბუ და აკ­რძალ­ვა არ გა­აჩ­ნია. მერ­წყუ­ლი თა­ვი­სი კრე­ა­ტი­უ­ლი ბუ­ნე­ბით, ამო­უც­ნო­ბი საქ­ცი­ე­ლი­თა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბით უპი­რო­ბოდ იპყრობს სა­პი­რის­პი­რო სქე­სის გუ­ლებს. ამას­თან ერ­თად, სქეს­თა შო­რის მე­გობ­რო­ბა მის­თვის ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რო­გორც სექ­სი მე­გო­ბარ­თან. მერ­წყუ­ლი არა­ნა­ირ კა­ნონს არ აღი­ა­რებს ისეთს, რომ­ლის დარ­ღვე­ვა­საც თა­ვად არ მო­ა­წერს ხელს მო­მა­ვალ­ში. რა­ტომ აკე­თებს ამას? უბ­რა­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რია.

წყარო: ambebi.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა