"მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს... არაფერს ვნანობ, დღეს ვნახე ბავშვი და უბედნიერესია" - რას ამბობს ქალი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა?


image
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტა­რა ბიჭს, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლებს ყი­დის, გამ­ვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ეხ­მა­რე­ბა. ვი­დე­ო­ში ქალი პა­ტა­რას რამ­დე­ნი­მე ლა­რის კუ­პი­უ­რას აძ­ლევს და ბო­ლოს - დო­ლარს. ბავ­შვი ტი­რილს იწყებს, ამ­ბობს, რომ გრი­პი აქვს და წამ­ლის­თვის თან­ხა სჭირ­დე­ბა. ვი­დეო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. მათი დიდი ნა­წი­ლი უც­ნობ ქალს აქებ­და, თუმ­ცა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი წე­რენ, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის ვი­დე­ოს ამ სა­ხით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ქალი, რო­მე­ლიც ბავ­შვს ფულს აძ­ლევს, ზიზი ჭე­ლი­ძეა. რო­გორც ის წერს, აპი­რებს მო­ზარ­დის მო­ნა­ხუ­ლე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტი­კას, ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის მტკი­ცე­ბას არ აპი­რებს და არც არა­ფერს ნა­ნობს:

"მოკ­ლედ, მთე­ლი დღეა ში­ნა­გა­ნად მა­კან­კა­ლებს, ამ­დე­ნი ემო­ცია ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია, და­მი­ჯე­რეთ კო­მენ­ტა­რებ­საც ვერ ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ იმ­დე­ნი მწერს პი­რად­ში და იმ­დე­ნი აზი­ა­რებს, რომ რთუ­ლია, გვერ­დი აუ­ა­რო ამ ამ­ბავს.

ჩემი სი­მარ­თლის მტკი­ცე­ბას არ ვა­პი­რებ, რად­გან ვინც სა­ჭი­როა და ვინც ჩემ­თვის რა­მეს წარ­მო­ად­გენს, ყვე­ლამ იცის რო­გო­რი ხა­სი­ა­თი მაქვს. არა­ფერს ვნა­ნობ და ვა­პი­რებ ამ ბავ­შვს მი­ვა­კი­თხო და ერ­თად ჩავ­წერთ ძა­ლი­ან კარგ ვი­დე­ოს, რა­საც ვე­რა­ვინ გა­აპ­რო­ტეს­ტებს. მე მინ­და ყვე­ლა უც­ნობს თუ ნაც­ნობს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ სი­ტყვე­ბის­თვის! ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, მივ­ხვდი, რომ ტყუ­ი­ლად არ მი­კე­თე­ბია ამ­დე­ნი რამ! მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ ძა­ლი­ან და მო­მი­ტე­ვეთ თუ გა­გა­ღი­ზი­ა­ნეთ", - წერს ზიზი ჭე­ლი­ძე.

AMBEBI.GE-სთან ზიზი პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს და ამ­ბობს, რომ მო­ზარ­დი დღეს მო­ი­ნა­ხუ­ლა და ის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია.

"მე ვნა­ხე დღეს ბავ­შვი და უბედ­ნი­ე­რე­სია, მთა­ვა­რი ეს არის. არა­ფერ­ზე პრე­ტენ­ზია არ აქვს. ისე­თი საყ­ვა­რე­ლია, თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ. დედა უნდა ვნა­ხო, დღეს ვერ გა­ვე­სა­უბ­რე, მუ­შა­ობ­და. ბე­ბომ მად­ლო­ბე­ბი გვი­ხა­და და სა­ოც­რად პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხია. მე ამ ბავ­შვის ემო­ცია არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ვი­დეო თავ­და­პირ­ვე­ლად ჩემს "ტი­კტიკ­ზე" ატ­ვირ­თა ჩემ­მა ბავ­შვმა, ბარ­ბა­რემ ამის შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და და არ მი­მიქ­ცე­ვი ყუ­რა­დღე­ბა" - ამბობს ზიზი ჭე­ლი­ძე.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
სკოლაში მა­რი­ა­მი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად გა­იყ­ვა­ნეს, ბავშვმა მითხრა სახლში გამოწვით მემუქრებიანო - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ?
ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
გამიკვირდა, როცა ჩემს ანგარიშზე თანხის დარიცხვა დაიწყო... ამ თან­ხით კი­დევ უამ­რავ გა­ჭირ­ვე­ბულს და­ვეხ­მა­რე­ბი - რას ამბობს დევი მეზურნიშვილი?
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა