"არ მიიღოთ ეს 9 პროდუქტი უზმოზე" - გიორგი ღოღობერიძე მოსახლეობას აფრთხილებს


image
დღემ წარმატებით რომ ჩაიაროს, დაიწყეთ ის სწორი საუზმით! როგორ იგრძნობთ თავს მთელი დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საუზმეზე. გიფიქრიათ, რა გავლენას ახდენს ორგანიზმზე ესა თუ ის პროდუქტი? არსებობს საკვები, რომლის მიღებაც არამც და არამც არ შეიძლება ცარიელ კუჭზე!

1. ცხარე საკვები

თუ გაწუხებთ ნაწლავისა და კუჭის დაავადებები, გამორიცხეთ ცხარე საკვები. თუ თქვენ ცხარე საკვებს ისედაც იღებთ და არ გაქვთ დისკომფორტი, შეგიძლიათ გააგრძელოთ მისი მიღება, მშიერ კუჭზეც კი.

იწვევს თუ არა კუჭის წყლულს ცხარე საკვები? – არა, კუჭის წყლულს არ იწვევს ცხარე საკვები, მისი გამომწვევი არის ჰელიკობაქტერია.

2. ძალიან ტკბილი საკვები და სასმელი

როცა იღებთ ძალიან ტკბილ საკვებს, ან სასმელსმშიერ კუჭზე, ამდროს, პანკრეასი გამყოფს დიდი რაოდენობით ინსულინს, შედეგად გლუკოზის რაოდენობა კი არ იმატებს,პირიქით, ეცემა, ჰიპოგლიკემიის გამო. შედეგად, იწვევს თავის ტკივილსა და დისკომფორტს.

3. გამაგრილებელი სასმელები

გამაგრილებელი სასმელებიფოსფორმჟავას შეიცავენ, თუ გაწუხებთ გასტრიტი, კუჭში მარილმჟავა ისედაც პრობლემურია. შედეგად, ფორფორმჟავის გამო კიდევ უფრო იზრდება კუჭში მჟავიანობა.

4. ძალიან ცივი სასმელი

37.6 გრადუსი არისსაშუალო ტემპერატურა კუჭში. ამ დროს, ძალიან ძალიან ცივი სასმლისმიღებით, კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლძრღვები სპაზმდება. თუ გაწუხებთ გასტრიტი, ამ შემთხვევაში,მდგომარეობა ძალიან დამძიმდება.

5. ციტრუსი

მათ შორის: ფორთოხალი, მანდარინი და სხვ. უმჯობესია წყალთან გააზავოთ, რადგან შეიცავენ ფოსფორმჟავას და უმჯობესია დააბალანსოთ, რადგან ფოსფორმჟავა აიძულებსკუჭს, გამოყოს ზედმეტი მარილმჟავა.

6. ყავა
კოფეინი ზრდის კუჭში მჟავიანობას. არსებოსმოსაზრება, რომ უზმოზე კოფეინის მიღება ხელს უწყობს კუჭის შიგთავსი ამოვიდეს საყლაპავში. ამიტომ, თუ გაწუხებთ გულძმარვა, მოერიდეთ უზმოზე კოფეინის მიღებას.

7. ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსინი, კეტოპროფენი, პიროქსიტამინი, სულინდაკი

ჩამოთვლილი მედიკამენტები ბლოკავენ ფერმენტ ციკლოკს, კუჭი ვეღარ წარმოქმნის ლორწოვან გარსს და მჟავა ადვილად აზიანებს კუჭს. შესაბამისად, გამოიწვევს კუჭის ტკივილს.

8. ალკოჰოლი

ალკოჰოლის მშიერ კუჭზე მიღება, სასტიკად აკრძალულია. მხოლოდ ნაჭამზე უნდა მიიღოთ, რომ ღვიძლმა სითხე ეტაპობრივად შეიწოვოს.

9. ბოლოს კი გირჩევთ – მშიერ კუჭზე არ წახვიდეთ მაღაზიაში პროდუქტის შესაძენად, რადგან შეიძლება ყველაფერი მოგინდეთ, რასაც ირგვლივ დაინახავთ, წადით მაღაზიაში მაშინ, როდესაც არც ისე ძალიან გშიათ.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა