დედით ქართველი, მამით ინდოელი... - გაიცანით ანასტასია ჯეირათი, რომლის უცხო გარეგნობამ ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია


image
გოგონამ უცხო გარეგნობით მაყურებლის ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიქცია. ანასტასია ჯეირათი ინტერნაციონალური ოჯახიდან გახლავთ, დედა - ქართველია, მამა - ინდოელი. ბავშვობა მამის სამშობლოში გაატარა და საქართველოში საცხოვრებლად მეოთხე კლასიდან ჩამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის არის და პროფესიით ფსიქოლოგია, ის უკვე გადაიღეს სერიალში "სტუმარი", რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. ახლა „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია. ასევე გაფორმებული აქვს სამოდელო კონტრაქტი რამდენიმე უცხოურ სააგენტოსთან.უყვარს მოგზაურობა, ფოტოგრაფია, ცეკვა და ყველაფერი ის, რაც მის ცხოვრებას უფრო შთამბეჭდავს და საინტერესოს გახდის...
- ჩემი მშობლები ინდოეთში ცხოვრობდნენ, მე თბილისში დავიბადე, რელიგიით ქრისტიანი ვარ. მყავს უმცროსი ძმა, ანდრია, 17 წლის. მესამე კლასამდე ბაღშიც და სკოლაშიც ინდოეთში დავდიოდი, მეოთხე კლასში უკვე საქართველოში ვსწავლობდი. თუმცა, ზაფხულობით და ახალ წლებზე სულ თბილისში მოვდიოდით, რომ ჩამოვიდოდი, ბებოს უკვე მოძიებული ჰყავდა მასწავლებლები რომ ქართულ სკოლას და პროგრამას არ ჩამოვრჩენოდი. ასევე ბავშვობიდან დავდიოდი ქართულ ცეკვაზე, თეა დარჩიამ შემაყვარა ქართული ცეკვა.

ახლაც ხშირად მივდივართ ოჯახი ინდოეთში, ბებია-ბაბუას, ნათესავების სანახავად. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მათთან და ძალიან მიყვარს ყველა. მამიდაშვილები ჩემი ასაკის არიან და ძალიან ვმეგობრობთ. წელსაც ვიყავით დეკემბერში, ახალ წელს იქ შევხვდით. სხვადასხვა შტატში ვიმოგზაურეთ და დავათვალიერეთ მამას მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებულად მიყვარს ინდოეთი, საოცარი ქვეყანაა თავისი კულტურით.

- რით იყო გამორჩეული ინდოეთში ცხოვრების პერიოდი და თუ იყო რაიმე სახის დისკომფორტი შენთვის?

- საქართველო და ინდოეთი კულტურულად ძალიან განსხვავებული ქვეყნებია, მაგრამ ამავდროულად საერთოც ბევრი აქვთ. თუმცა, ამის გამო დისკომფორტი არასოდეს შემქმნია - პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ რომ ორ ასეთ კულტურასთან მაქვს მჭიდრო კონტაქტი. ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო გახადა ამ ფაქტმა. აქ რომ გადმოვედით საცხოვრებლად, ყველას ძალიან უკვირდა ჩემი გვარი და შემდეგ ინტერესსაც გამოხატავდნენ, მე ძალიან პატარა ვიყავი და დედას ვეკითხებოდი თუ რანაირად ხვდებოდნენ რომ გვარი არ იყო ქართული (იცინის).

- მშობლებმა სად გაიცნეს ერთმანეთი?

- დედა და მამა პროფესიით ექიმები არიან, სტომატოლოგები. ერთმანეთი წლების წინ მოსკოვში გაიცნეს, ორივე იქ სწავლობდა სამედიცინოზე. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოებიшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
რეკლამა