"ჩემი შრომით მოპოვებული, საოცნებო სახლია" - როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის გემოვნაბიანი ბინა?


image
მომღერალი და ტელეწამყვანი, ბაბი კირკიტაძე თბილისში, დიდ დიღომში, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს, სადაც თვისი საოცნებო და მყუდრო ბინა შექმნეს. ბინის რემონტი მთლიანად ბაბის დედამ, ინგა ოდიკაძემ იტვირთა. მაქსიმალურად ეცადა, შვილებისთვის მყუდრო გარემო და მშვიდი თავშესაფარი შეექმნა, რაც ნამდვილად გამოუვიდა. ბაბისა და მისი ოჯახის ახალი სახლის ფოტოებსა და ინტერვიუს ჟურნალი „შინ“ გვთავაზობს.

- ზესტაფონში დავიბადე. ბებია საკმაოდ წარმატებული გინეკოლოგი იყო და დედამ იქ იმშობიარა. 2-3 თვეში, ცოტა რომ წამოვიზარდე, თბილისში დავბრუნდით. გამოფენის წინ ვცხოვრობდით, ახალგარემონტებულ სახლში. ცელქი ბავშვი ვიყავი და მთელი კედლები მოვხატე. თუმცა ჩემი მოგონებები ძირითადად მაინც სოფლის სახლთან, ბებია-ბაბუასთან ასოცირდება.

ისე მიყვარდა ზესტაფონის სახლი, რომ ვოცნებობდი, ბორბლებზე შემესვა და თბილისში დამეგორებინა.

სულ ახალახან დავასრულეთ ამ სახლის რემონტი. 17 დეკემბერს გადმოვედით საცხოვრებლად. ჩემი შრომით მოპოვებული სახლია და ეს ძალიან მახარებს. პატარა ფართია, თითქოს ახლა ვგრძნობ, რომ სივრცე არ გვყოფნის, მაგრამ ინტერიერი ძალიან მოგვწონს და შეგვიყვარდა.

- ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვთ, დღის დიდ ნაწილს გადაღებებზე და ჩაწერებზე ატარებთ, როგორ შეძელით რემონტის გაკეთება?

- რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი დედაჩემის ძალისხმევით არის გაკეთებული. შავი სამუშაოდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დასრულებული, ყველაფერმა მის ხელში გაიარა.

- საცხოვრებელი ადგილი რის მიხედვით შეარჩიეთ, რატომ მიანიჭეთ ამ სახლს უპირატესობა?

- რა თქმა უნდა, საცხოვრებელ ადგილს, უბანს დიდი მნიშვნელობა აქვს. მეც ბევრი რამის გათვალისწინებით ვარჩევდი. უპირველესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემს სამსახურთან ახლოს ყოფილიყო და ასეც მოხდა. გზაში დიდ დროს არ ვკარგავ. ამასთან, მყუდრო ადგილია, არ გვაწუხებს ხმაური. მოგეხსენებათ, კვლევების თანახმად, თბილისში ყველაზე სუფთა ადგილი დიდი დიღომია. მშენებელობის ხარისხს რაც შეეხება, ვენდობოდი მშენებლებს, რადგან ჩემი მეგობრები აშენებდნენ და მათი დიდი დახმარებით შევიძინე ეს ბინა.

იშვიათად, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვართ და სიამოვნებთ რემონტის პროცესი. მათ რიცხვს მიეკუთვნება დედაჩემი, რომელმაც დიდი სიხარულით ითავა სახლის მოწყობა. ყველგან მარტოს უწევდა სიარული, ეს იყო სარემონტო მასალები, ავეჯი თუ ტექნიკა. ადგილიდან გვირეკავდა, გვეკითხებოდა აზრს, გვისმენდა, გვითანხმებდა, მაგრამ ბოლოს მაინც იმას ყიდულობდა, რაც თვითონ მოსწონდა (იღიმის). ამიტომ ვუთხარით, რომ სრული თავისუფლება ჰქონდა, რაც უნდოდა, როგორც უნდოდა, ისე გაეკეთებინა. მიმაჩნია, რომ შესანიშნავად გაართვა თავი.

- ქალბატონო ინგა, რადგან ყველაფრის ორგანიზატორი თქვენ იყავით, ალბათ, მართებული იქნება, გკითხოთ, რა ეტაპიდან დაიწყეთ, როგორი იყო აქაურობა, როცა რემონტს შეეჭიდეთ?

ინგა ოდიკაძე:

- ე.წ. შავი კარკასი იყო და შესაბამისად, ბევრი რამე იყო გასაკეთებელი. ელიავას ბაზრობაზე, მაღაზიებში, ყველგან მე მიწევდა სიარული, ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი ხელოსნებთან. დაახლოებით სამი თვე დაგვჭირდა რემონტისთვის, რაც, ალბათ, რეკორდული დროა. ხელოსნები ახლობლები იყვნენ და ზუსტად ვიცოდი, რომ კარგ და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. ამან კარგი შედეგი გამოიღო, უსასრულოდ არ გაიწელა ბინის რემონტი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე. მინდოდა, კარგ დღეს გადმოვსულიყავით ამ ბინაში და ასეც მოხდა.
როგორც ბაბიმ აღნიშნა, 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე გადმოვედით საცხოვრებლად.

- ბაბი, როცა საბოლოო შედეგი ნახეთ, რა რეაქცია გქონდათ?

- ძალიან მომეწონა. ზოგადად, ყოველთვის ვენდობი დედაჩემს და მის გემოვნებას. ახლობლებიც რომ მოდიან, სულ აღნიშნავენ, რომ ლამაზი სახლი გამოვიდა და დედაჩემის გემოვნებას უსვამენ ხაზს. ფერები, ავეჯი, განათება, დეკორაცია - ყველაფერი გემოვნებით შეუხამა ერთმანეთს. ერთადერთი, რაც ამ სახლში ჩემი გემოვნებით არის შერჩეული, ჩემი ოთახის შპალერია. თუმცა დღემდე მსაყვედურობს დედა, რომ ფერების სინთეზი დავურღვიე.

- გამორჩეული ადგილი თუ გაქვთ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ?

- აი, კარს რომ ვაღებ და ზღურბლს გადმოვაბიჯებ, უკვე ჩემი კომფორტის ზონაში ვარ. იმდენად ქაოსური, აქტიური და დამღლელია ჩემი სამუშაო დღე, რომ სახლი არის ჩემი თავშესაფარი, სადაც ყველაზე უკეთ ვისვენებ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ოთახში ვარ. ასევე, უდიდესი კომფორტია ჩემთვის, როცა სახლში გელოდება მზრუნველი დედა. დაღლილს უგემრიელეს კერძებს მახვედრებს და ზურნავს ჩემს სასიამოვნო დასვენებაზე. ეს ფუფუნება ბევრს არ აქვს. ამასთან, დილით ყოველთვის დედა მაღვიძებს, უგემრიელესი ყავით მიმასპინძლდება და მაცილებს სამსახურში. მეც სასიამოვნო განწყობით, ხალისით ვიწყებ დღეს. ის, როგორიც ეკრანზე ვჩანვარ, დედაჩემის დამსახურებაა.

- ჩემი ყურადღება თეთრმა პიანინომ მიიქცია, რომელიც საოცრად ეწყმის ინტერიერს. რამდენად ხშირად უკრავთ?

- მე იშვიათად, უფრო - დედა. ამ სახლში პირველი სწორედ ეს თეთრი პიანინო შემოვიდა. მაშინ ჯერ ისევ შავი კარკასი და ბლოკის კედელები იყო. დედას ძალიან უნდოდა, თეთრი პიანინო გვქონოდა და სპეციალურად დაამზადებინა. თითქმის ყოველ საღამოს უკრავს. ხშირად მეც მეუბნება, რომ ვიმეცადინო და თუ პიანინოსთან ვჯდები, პედაგოგივით მადგას ხოლმე თავზე.

- არის ეს თქვენი ოცნების სახლი?

- ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა სახლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი საოცნებო სახლია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა, უფრო დიდი სახლი მქონდეს და უფლის წყალობით, დარწმუნებული ვარ, კიდევ მომეცემა ყიდვის საშუალება და ამ შემთხვევაშიც დედას მივანდობ რემონტის საკითხს. სანამ დედაჩემი არსებობს ამ ქვეყანაზე, მე არაფერში ჩავერევი, დაე, გაარემონტოს მან (იღიმის).
"ჩემი შრომით მოპოვებული, საოცნებო სახლია" - ნახეთ, როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის გემოვნაბიანი ბინა? (ფოტოები)


წყარო: tia.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
რეკლამა