„აღვადგინოთ ურთიერთობები, არ არის დაგვიანებული, ოღონდ ნორმალურად და არა თითის ქნევით” – უცნობი აშშ-ს მიმართავს


image
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე [უცნობი] საკუთარ გადაცემაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებს გამოეხმაურა.
გია გაჩეჩილაძის თქმით, „დღეს ყველა ნორმალური, გულანთებული ქართველი თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების სათავეში უნდა იდგეს“.
გია გაჩეჩილაძემ ვენეციის კომისიის დასკვნასა და კონგრესმენების განცხადებებზეც გაამახვილა ყურადღება და აშშ-თან ურთიერთობების აღდგენაზეც ისაუბრა:
„ეს არ არის „ნაცების“ და „ქოცების“ [საკითხი], პარტიულზე ძალიან ზემოთ არის „პლანკა“ აწეული.

ვფიცავარ ყველაფერს, აქ, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების სათავეში სულ რომ სააკაშვილი იდგეს, მაგის გვერდით ვიდგებოდი.
დღეს ყველა ნორმალური, გულანთებული ქართველი თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების სათავეში უნდა იდგეს და არავითარ შემთხვევაში, „იმან ის თქვა“ და „ამან ის თქვა“.
ისინი იძახიან იმას, რაც მათი ქვეყნისა და მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეა, გინდა ვენეციის კომისია იყოს, გინდა ის, კონგრესმენი, წინაპირობებს რომ გვიყენებდა. გაეკეთებინათ აქამდე და გააკეთონ ახლა, არ არის დაგვიანებული, აღვადგინოთ ურთიერთობები, ოღონდ ნორმალურად, როგორც მეგობრობას და პარტნიორობას შეეფერება და არა თითის ქნევით – „შენ ამას მიიღებ“. ყველას ვჭირდებით და ახლა დამტკიცდა“, – თქვა გია გაჩეჩილაძემ.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
რეკლამა