29 წლის მარიტა: ,,გარდატეხის ასაკში გოგონები მომწონდა, მაგრამ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციე. სადღაც წავიკითხე, რომ თვითგამორკვევისას ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, შენ უსვამ საკუთარ თავს კითხვას: ვინ ვარ მე? ვინ მინდა ვიყო? როგორი წესით მინდა ვიცხოვრო? პასუხებს იღებ, ფიქრობ და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებ. ჩემი არჩევანი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, თუნდაც რუტინად გადაქცეული.