“70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ, 70 ქათამი მყავს, ვამუშავებ მიწას…” – გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება


image
ნა­თე­ლა ბი­ჩე­ლაშ­ვი­ლი თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ საყ­დრი­ონ­ში ცხოვ­რობს. უყ­ვარს შრო­მა და ბავ­შვო­ბი­დან თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს. ჰექ­ტა­რო­ბით მი­წას ამუ­შა­ვებს, მოჰ­ყავს მო­სა­ვა­ლი, უვ­ლის ფერ­მას და ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. წუხს, რომ სოფ­ლი­დან ახალ­გაზ­რდე­ბი მი­დი­ან, რად­გან იქ სა­მუ­შა­ოს ვერ შო­უ­ლო­ბენ, არა­და, ად­რე­ულ წლებ­ში საყ­დრი­ონ­ში სი­ცო­ცხლე დუღ­და და იქი­დან წას­ვლა­ზე არა­ვინ ფიქ­რობ­დაო.
 
– აქა­უ­რი ვარ, აქ და­ვი­ბა­დე და მიყ­ვარს ჩვე­ნი სო­ფე­ლი. მშრო­მელ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ოთხ დედ­მა­მიშ­ვილს (ორი ბიჭი და ორი გოგო) ბავ­შვო­ბი­დან ჩვენ-ჩვე­ნი საქ­მე გვქონ­და. სო­ფელ­ში მე­ურ­ნე­ო­ბას ყვე­ლა უძღვე­ბო­და და ჩვე­ნი ოჯა­ხიც სულ შრო­მა­ში იყო, ვუვ­ლი­დით სა­ქო­ნელს, ფრინ­ველს, ბაღს, ბოს­ტანს. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, პრო­ფე­სი­ით აგ­რო­ნო­მი ვარ. მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მე­თეს­ლე აგ­რო­ნო­მად ვმუ­შა­ობ­დი. მერე, იჯა­რით მი­წის გა­ცე­მა რომ და­ი­წყო, მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორს რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან და­ე­ვა­ლა, სო­ფელ­ში ბოსტნის და­მუ­შა­ვე­ბა დაგ­ვე­წყო. მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორ­მა რა­ტომ­ღაც მე მი­თხრა, ყო­ჩა­ღი ხარ, ხალ­ხი აიყ­ვა­ნე და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­თო. 5 ჰა გა­ვი­პი­როვ­ნეთ. 3 ჰა-ზე კომ­ბოს­ტო მომ­ყავ­და, 1 ჰა-ზე – პო­მი­დო­რი, სტა­ფი­ლო და სხვა ბოსტნე­უ­ლი. 100 ტონა კომ­ბოს­ტო მო­ვი­წი­ეთ და მა­შინ ასე­თი მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა ჩვენს რა­ი­ონ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა 1992 წე­ლამ­დე გაგ­რძელ­და.
 
– რად­გან 90-ია­ნე­ბის გამო ცხოვ­რე­ბა აი­რია?
 
– დიახ და პრო­ფე­სი­ის შეც­ვლაც მო­მიხ­და – ჩა­ვა­ბა­რე მა­შინ­დელ პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში და დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ისევ ჩვენს სო­ფელ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მერე და­წყე­ბი­თი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გავ­ხდი. კუ­პო­ნი რომ შე­მო­ვი­და, ხელ­ფა­სი 54 კუ­პო­ნი მქონ­და. სკო­ლა­ში 2001 წლამ­დე ვმუ­შა­ობ­დი, მერე ოჯახს მეტი დას­ჭირ­და. ფერ­მა უკვე მქონ­და, მაგ­რამ მცი­რე ხელ­ფა­სით პრობ­ლე­მებს ვე­ღარ ვწვდე­ბო­დი. შვი­ლებს მო­სამ­ზა­დებ­ლად თან­ხა სჭირ­დე­ბო­დათ, ამი­ტომ ორი წლით სა­მუ­შა­ოდ ის­რა­ელ­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ იქ 8 წე­ლი­წადს დავ­ყა­ვი. ჩემ­მა შვი­ლებ­მა გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს, ბიჭი იუ­რის­ტია, გოგო – ექი­მი და დღეს თავ-თა­ვი­ან­თი საქ­მე აქვთ.
 
– ის­რა­ელ­ში რომ წახ­ვე­დით, ფერ­მა ვის ჩა­ა­ბა­რეთ?
 
– 94 სული სა­ქო­ნე­ლი მო­სავ­ლე­ლად ჩემს ქმარს და­ვუ­ტო­ვე. ის უვ­ლი­და, მე კი სულ ტე­ლე­ფონ­ზე ვი­ყა­ვი ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ რომ ჩა­მო­ვე­დი, ფერ­მა­ში მხო­ლოდ 27 სული სა­ქო­ნე­ლი დამ­ხვდა… მერე მე­უღ­ლე ბუ­ღამ და­ა­შა­ვა და თირკმლის სიმ­სივ­ნე გა­ნუ­ვი­თარ­და. ოპე­რა­ცი­აც გა­ვუ­კე­თეთ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ ის 27 სული 200 სუ­ლად ვაქ­ციე… ყო­ველ დი­ლას სახ­ლი­დან ხუ­თის ნა­ხე­ვარ­ზე გავ­დი­ვარ და 10 სა­ათ­ზე ვბრუნ­დე­ბი, მერე სა­ღა­მოს ისევ მი­წევს გას­ვლა, რომ სა­ქო­ნე­ლი და­ვა­ბი­ნა­ვო, მოვ­წვე­ლო. ყო­ველ­დღე უთე­ნია სიბ­ნე­ლე­ში ფერ­მამ­დე კი­ლო­მეტრ-ნა­ხე­ვარს ფე­ხით გავ­დი­ო­დი. მე­ზობ­ლებს უკ­ვირ­დათ, მგლე­ბის არ გე­ში­ნია, მაგ მინ­დორ­ზე ფე­ხით რომ და­დი­ხა­რო?! ეზო­ში ჩემი მე­უღ­ლის “ნივა” გვედ­გა და მან­ქა­ნის მარ­თვა ვის­წავ­ლე. მერე ის მან­ქა­ნა გავ­ყი­დე და სხვა ვი­ყი­დე. ახლა ფერ­მა­ში იმით დავ­დი­ვარ.
 
– თქვე­ნი ფერ­მა რა სა­მე­ურ­ნეო ამო­ცა­ნას ას­რუ­ლებს?
 
– შპს შევ­ქმე­ნი, 70 ძრო­ხას ვწვე­ლი და რძეს ვა­ბა­რებ. ადრე ყვე­ლი ამომ­ყავ­და, ბა­ზარ­შიც ჩამ­ქონ­და და ვყიდ­დი. დავ­ტვირ­თავ­დი პა­რას­კევს მან­ქა­ნას პრო­დუქ­ტით და გლ­და­ნის ბა­ზარ­ში მივ­დი­ო­დი. მან­ქა­ნა­ში მი­წევ­და გა­თე­ნე­ბა, რად­გან ღა­მით უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ დი­ლის­თვის იქ ად­გი­ლი შე­მე­ნა­ხა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა რთუ­ლი იყო და გა­დავ­წყვი­ტე, მხო­ლოდ რძე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. ხან­და­ხან სა­ქო­ნელ­საც ვყი­დი. 25 სული მოზ­ვე­რი მყავს, შარ­შან უნდა გა­მე­ყი­და – შე­მოდ­გო­მით ვყი­დი ხოლ­მე, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ჩე­რა და კლი­ენ­ტიც აღარ გა­მოჩ­ნდა.
 
– სა­ქონ­ლის ფერ­მის გარ­და კი­დევ რას უვ­ლით?
 
– 70 ქა­თა­მი მყავს – ეს ისე, ჩვენ­თვის, სახ­ლში. ვა­მუ­შა­ვებ მი­წას. შარ­შან 2, 5 ჰექ­ტარ­ზე სი­მინ­დი მქონ­და და­თე­სი­ლი და 40 ტო­ნამ­დე მო­ვიყ­ვა­ნე. ასე­ვე კარ­ტო­ფი­ლი, ლო­ბიო – ყვე­ლა სა­თოხ­ნი კულ­ტუ­რა მომ­ყავს. კარ­ტო­ფი­ლი კარ­გად რომ მო­ვი­დეს, ხე­ლით ორ­ჯერ მა­ინც უნდა გა­თოხ­ნო. აქ ტრაქ­ტორს გა­ა­ტა­რე­ბენ ხოლ­მე, მე კი ტრაქ­ტო­რი არ შემ­ყავს, რად­გან კარ­ტო­ფილს თა­ვებს აწყვეტს. ბა­ლა­ხი სა­ნამ პა­ტა­რაა, არა უშავს, ად­ვი­ლად ერე­ვი, თო­რემ თუ მოძ­ლი­ერ­და, ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლის. ჩვენს სო­ფელ­ში ბოსტნე­უ­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი მო­დის, ბა­რა­ქი­ა­ნი მი­წაა. ერთი ეგ არის, წყა­ლი არ გვაქვს, მაგ­რამ თი­ა­ნე­თი ისე­თი რა­ი­ო­ნია, არ ცხე­ლა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­დუქ­ტი მოვა, თუ ადა­მი­ა­ნი მო­ინ­დო­მებს.
 
ინტერვიუს სრულად სანახავად იხილეთ ბმული.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა