როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სექსის გეშინიათ? - 4 რჩევა ფსიქოლოგებისგან


image
ფილმებში სექსი ძალიან მარტივი ჩანს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ბევრისთვის ეს შეიძლება ძალიან დიდი გამოწვევა იყოს. ზოგიერთში სექსით დაკავების ფიქრიც კი პანიკის საბაბი ხდება.

რა უნდა გააკეთოთ თუ სექსზე ფიქრიც კი გაშფოთებთ? - ფსიქოლოგების 4 რჩევა:

1. მოითმინეთ, დაელოდეთ - არ არსებობს იმის მიზეზი, რომ გააკეთოთ რაიმე, როცა ამისთვის 100%-ით მზად არ ხართ, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. არ არსებობს დედლაინი იმისა, თუ როდის უნდა დაკავდეთ კონკრეტულ ადამიანთან სექსით.

ფსიქოლოგების რჩევით, უნდა მოიცადოთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ სექსითვის ყველანაირი თალსაზრისით მზად ხართ. მოუსმინეთ თქვენს სხეულს. როცა სექსისთვის მზად ხართ სხეული ამ დროს მოშვებულია და ინსტინქტურად აკეთებთ ყველაფერს, ყოველგვარი დაძაბულობისა და შფოთვის გარეშე.

2. ყურადღებას ნუ მიაქცევთ საზოგადოების აზრს სექსის შესახებ - საზოგადეობის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლა არსებობს მაშინაც კი, როცა საქმე ძალიან ინტიმურ საკითხს, სექსს ეხება. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს სექსი.

ტრიშა არის გოგონა, რომელსაც ეშინოდა სექსის იმ ნეგატიური, სტიგმატიზებული დამოკიდებულების გამო, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ამ აქტთან დაკავშირებით.

„წარმომედგინა, რომ ეს იყო საშინელი და საოცრად მტკივნეული პროცესი და ამის გამო წარმოუდგენლად მეშინოდა, გადაწყვეტილი მქონდა, რომ სექსით არასოდეს დავკავებულიყავი და ფსიქოლოგთან თერაპია დამჭირდა“, - იხსენებს გოგონა.
 
3. მოუყევით პარტნიორს თქვენი შიშების შესახებ, უთხარით, რა გაშფოთებთ და რატომ გაშფოთებთ სექსზე ფიქრი - ყოველივე გაცილებით გაამარტივებს თქვენს პრობლემას. ერთობლივად ამ საკითხთან დაკავშირებული გართულების მოგვარება გაცილებით მარტივია.

მსგავსი საუბრები ადამიანის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ძლიერს ხდის და იმ ადამიანთან სექსით დაკავება, რომელსაც ბოლომდე ენდობით, გაცილებით მარტივია და ნახავთ, რომ შფოთვა მოგეხსნებათ.

4. უბრალოდ ეცადეთ, რომ ისიამოვნოთ - შთააგონეთ საკუთარ თავს, რომ სექსი სასიამოვნო პროცესია, ეს არის აქტი, რომლითაც სიამოვნება უნდა მიიღოთ, იგრძენით თავი კომფორტულად. მოეშვით და უბრალოდ ისიამოვნეთ.

წყარო: trend.geшаблоны для dle 11.2




ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
„ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით“ – ვინ მიიღებს ამ თანხას – ნახეთ გეკუთვნით თუ არა
ფეხმძიმე ნანი ტატიშვილს ხელი სთხოვეს - ნახეთ ვის მიყვება ცოლად ოთარ ტატიშვილის ქალიშვილი
მარიამ როინიშვილი ყველასათვის ცნობილ მსახიობზე სიგიჟემდეა შეყვარებული – ნახეთ წყვილის ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა
„ქალმა ტირილი დაიწყო და მძღოლმა ისეთი რამ გააკეთა, ვერავინ წარმოვიდგენდით … სანამ ასეთები არსებობენ ქართველები არ გადავშენდებით” – რა მოხდა ჭიათურის ავტობუსში?
როგორ გამოიყურებიან “ეშმაკუნას” გმირები დღეს – ნახეთ პოპულარული სერიალის გმირების ფოტოები
ფულადი საჩუქრის მერე უკვე ბინაც! - სამშენებლო კომპანიამ ვახტანგ ახობაძეს ბინა აჩუქა
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟზე საიდუმლოდ დაქორწინდა – ნახეთ ვერ დაიჯერებთ ვინ ყოფილა მარიამ გეგუჩაძის რჩეული
"ქმრები გადამალეთ" ბიკინებში გამოწყობილმა ნანუკამ საზოგადოება გააოცა - ტელეწამყვანი ცეცხლოვან ვიდეოს გვიზიარებს
PHOTO: “ზუსტად ამ სილამაზის უნდა ყოფილიყო თამარ მეფე" - ლელა წურწუმიასა და თამარ მეფის საოცარი მსგავსება
დებივით ხართ – ნუკი კოშკელიშვილმა ზღვიდან 55 წლის დედის ფოტოები გამოაქვეყნა და ისეთ საოცარ ფორმაშია თვალებს ვერ დაუჯერებთ
რეკლამა