„დამირეკეს და მითხრეს, ციფრი დაასახელე, ნულები მიუწერე და პრობლემა არ იქნებაო, ამ ქვეყანას ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და იქ როგორ უნდა წავიდე და ვიმღერო, რის ფასად?“- ლექს-სენი რუსეთიდან შეთავაზებაზე


image
გთავაზობთ ლექ-სენის  ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც მან ჟურნალ "თბილისელებს" მისცა:

– ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლების წინ რუსეთისგან სარფიანი შემოთავაზება მიგიღიათ, მაგრამ უარი გითქვამთ.
– რამდენიმე წლის წინ დამირეკეს და მითხრეს, ციფრი დაასახელე, ნულები მიუწერე და პრობლემა არ იქნებაო. აქ ფულზე არ არის საუბარი. ამ შემოთავაზებას სხვა მოტივაცია აქვს. ქვეტექსტი ის არის, რომ მტერი ცდილობს, საკუთარ სამსახურში ჩაგაყენოს. ასე ის შენს ღირსებასა და ადამიანობას შელახავს, ისტორიას შეგილახავს. ცხადია, ამაზე ჩემგან ცივი უარი მიიღეს. ეგ კი არა, ისიც ვუთხარი, მსგავსი შემოთავაზება სხვა დროს აღარ მიხსენოთ-მეთქი. რა თქმა უნდა, ფული კარგია, ბევრი ფული ყველას უნდა, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც არ უნდა გადააბიჯო. ხაფანგია, როცა გეუბნებიან, რამდენიც გინდა მოითხოვე და მიიღებო. ადამიანი რომ იბადები, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ხარ, რამდენად იქნები ღირსეული, ეს შენი გადასაწყვეტია. ჯერ ღირსეული მოქალაქე უნდა იყო და მერე – კონკრეტული სუბიექტი, იქნება ეს პოლიტიკოსი, ხელოვანი თუ სხვა პროფესიის მსახური. თუ მთავარში არ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, თუ საკუთარი ქვეყნის პატრიოტი არ ხარ, სხვა ვერაფერში მიაღწევ ღირსეულ წერტილამდე. როცა ეს შემოთავაზება მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვთქვი უარი. ამ ქვეყანას ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და იქ როგორ უნდა წავიდე და ვიმღერო, რის ფასად? ამით ხომ იმას ამბობ, რომ ჩვენ შორის ყველაფერი კარგად არის? ან იმას, რომ თანახმა ვარ მათი მონა ვიყო?!

წყარო: tbiliselebi.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
არაბმა შეიხმა ცოლობის სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი შემომთავაზა – მაკა ხიზანიშვილი
ჭკვიანი ადამიანები ბევრს იგინებიან, გვიან იძინებენ და ოთახს არ ალაგებენ
„დამირეკეს და მითხრეს, ციფრი დაასახელე, ნულები მიუწერე და პრობლემა არ იქნებაო, ამ ქვეყანას ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და იქ როგორ უნდა წავიდე და ვიმღერო, რის ფასად?“- ლექს-სენი რუსეთიდან შეთავაზებაზე
ჭკვიანი ადამიანები ბევრს იგინებიან, გვიან იძინებენ და ოთახს არ ალაგებენ
„დამირეკეს და მითხრეს, ციფრი დაასახელე, ნულები მიუწერე და პრობლემა არ იქნებაო, ამ ქვეყანას ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და იქ როგორ უნდა წავიდე და ვიმღერო, რის ფასად?“- ლექს-სენი რუსეთიდან შეთავაზებაზე
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა