იასკო სააკაშვილის ნაჩუქარ 6 მილიონიან სახლში გადავიდა - რას წერს უკრაინული მედია?


image
უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ნა­ჩუ­ქარ ბი­ნა­ში გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც კი­ე­ვის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს და წმინ­და სო­ფი­ას სა­კა­თედ­რო ტა­ძარს გა­დაჰ­ყუ­რებს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ზუს­ტად გა­არ­კვია, სად მდე­ბა­რე­ობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თა­ვის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­სა და რა­დას დე­პუ­ტატს გა­დას­ცა.

იას­კოს ბინა ია­როს­ლა­ვო­ვის გრა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ უბან­ში ბულ­ვარ­ნო-კუდ­რი­ავ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ადრე იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ლე­გენ­და­რუ­ლი სე­ნა­ი­ას ბა­ზა­რი, რო­მე­ლიც 2005 წელს და­ან­გრი­ეს. ახლა კი ხუთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი დგას, 5-დან 19 სარ­თუ­ლამ­დე.

"სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გო­მი აქვს, რო­მელ­საც ომის პე­რი­ოდ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი თავ­შე­საფ­რად იყე­ნე­ბენ. სწო­რედ იქ იმა­ლე­ბა ხოლ­მე ლიზა იას­კო ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს. ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად და­წე­რა. ”ბავ­შვის ეტ­ლით ვი­ყა­ვი ღა­მით პარ­კინგზე, კი­ევ­ზე და სხვა ქა­ლა­ქებ­ზე თავ­დას­ხმის გამო,” - წერ­და ლიზა.
რო­გორც ადრე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერ­და, იას­კო და სა­ა­კაშ­ვი­ლის ორი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი 2023 წლის აპ­რილ­ში 97,2 მ2 ფარ­თო­ბის ბი­ნის მფლო­ბე­ლი გახ­დნენ. ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით 5 მი­ლი­ონ 613 ათა­სი გრივ­ნაა (366 ათა­სი ლარი). ქო­ნე­ბა დედა-შვილს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­დას­ცა - შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის შე­მოდ­გო­მი­დან იხ­დის სას­ჯელს სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში.
"ლიზა იას­კო და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ასე­ვე სარ­გებ­ლო­ბენ კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სახ­ლით, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას ეკუთ­ვნის. მაგ­რამ იქა­ურ ქო­ნე­ბას იას­კო გან­კარ­გავს", - წერს მე­დია. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, იას­კომ გა­ლავ­ნი­დან აიღო უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დიდი დრო­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვილ­მა იქ ცხოვ­რე­ბი­სას და­ა­მაგ­რა. მან ასე­ვე და­ას­რუ­ლა ად­გილ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში და­ი­წყო.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა