გრიშა ონიანი თეა დარჩიას მიმართავს - "რამ გაგაბოროტათ?!"


image
გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში თეა დარჩიას მიმართავს.
“ქალბატონ” თეა დარჩიას…
მე პირადად თქვენგან საჯაროდ მოხდილ ბოდიშს არ ვიღებ!
თქვენი გამოთქმული აზრი ქართულ სიმღერაზე ქვეცნობიერმა გიკარნახათ, ცნობიერი “ბოდიში” კი ხალხის საერთო აღშფოთებამ და შიშმა გათქმევინათ.
რამ გაგაბოროტათ?! ასე რამ აგაღელვათ უფრო მეტად ქალბატონები?! უდიდესი პატრიოტების მიერ აღზრდილო ქალბატონებო, რომ ასე გძულთ საქართველო, ქართული ტრადიციები და კულტურა. ან თქვენ ვინ უნდა განდოთ ნორჩი თაობები აღსაზრდელად, როდესაც ასეთი ბოღმა და სიძულვილი გაქვთ გულში ჩანერგილი?
როგორც დიდი ვაჟა იტყოდა:
“ვერაფრით ამოვუყვანე უბეს ნაჯდომი გველია”.
მრავალ საუკუნე გამოვლილი 150 სვანური სიმღერა, რომელიც აკაკი შანიძემ და ვარლამ თოფურიამ აღწერეს გასული საუკუნის 30-იან წლებში და მარგალიტებად შემოუნახეს შთამომავლობას, მათ შორის “ლილეო” და “რიჰო”, რომელზედაც ლადო ასათიანი წერდა:
“მყისვე გაისმა ლილე ამაყი,
მთებით, ბუნების ჰიმნი სვანური”.
რომელმაც შეაზანზარა არა მხოლოდ კავკასიონი, არამედ მე-20 საუკუნეს კოსმოსში უნდა გაეგზავნა მომავალი ცივილიზაციებისათვის ეს მზის საგალობლები კახურ “ჩაკრულოსთან“ ერთად.
თქვენ უსამშობლო ქართველების თავის მოსაწონად მას კნავილი უწოდეთ. ეს არა მარტო ბოდიშის მოსახდელი ქმედებაა, არამედ თვითმკვლელობის მცდელობაა, რომელიც ლეტალური შედეგით დასრულდა” – წერს გრიშა ონიანი.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის – „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა
სასწრაფოდ დააბრუნონ გამოცდები! მთელი თაობები წამოვიდა საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ – მანანა ნიკოლაიშვილი
ნახალოვკაში მისი სახელი ყველამ იცის – „ზილის“ მძღოლი, რომელიც ცნობილ კრიმანალებსაც კი აფრთხობდა
"ქართველებო, გული ამიჩუყდა... Forza საქართველო" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიათი აღფრთოვანებული იტალიელები საქართველოზე?
„მელია, რამოდენიმე წლის წინ ნაყიდი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, მამამისის კლინიკაც იმის შემდეგ უფრო და უფრო აყვავდა და მისი ბიზნესიც“
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა