თუ ალკოჰოლს არ სვამთ, ნაადრევი სიკვდილის რისკის ქვეშ ხართ - ახალი კვლევის შედეგი

image
ახალი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად სვამენ ალკოჰოლს, ნაკლებია ნაადრევი სიკვდილის შანსი მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იღებს მას.

დიახ, არ გეჩვენებათ და სწორად კითხულობთ - მკვლევარები წერენ, რომ თუ ალკოჰოლს საერთოდ არ იღებთ, ნაადრევი სიკვდილის რისკი იზრდება.

კვლევის შედეგი ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

მკვლევარებმა გარდა იმისა, რომ გაითვალისწინეს, თუ რა ინტენსივობით სვამდნენ კვლევაში ჩართული ადამიანები ალკოჰოლს, ასევე შეისწავლეს ამ ადამიანების ცხოვრების წესი - რამდენად კავდებოდნენ ისინი სხვადასხვა ფიზიკური აქტივობებით, როგორი იყო მათი სოციალური მდგომარეობა და კვების რეჟიმი.

კვლევას ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ჰოლანი ხელმძღვანელობდა და მის დასკვნაში ნათქვამია, რომ ნაადრევი სიკვდილის რისკი ყველაზე მაღალია იმ ადამიანებში, ვინც არასოდეს ყოფილა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ხოლო დაბალია ეს მაჩვენებელი მათში, ვინც რეგულარულად იღებს ალკოჰოლს.

ნაადრევი სიკვდილის ყველაზე დაბალი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც 3 ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს იღებენ ყოველი დღის განმავლობაში.

კვლევაში 1824 ადამიანი იყო ჩართული და იმ ადამიანებში, რომლებიც საერთოდ არ იღებდნენ ალკოჰოლს 60%-ით მაღალი იყო ნაადრევი სიკვდილის რისკი მათთან შედარებით, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ მას.

მკვლევარები აღნიშნულ შედეგს შემდეგნაირად ხსნიან - ალკოჰოლს ადამიანები, როგორც წესი, მარტო არ ღებენ, მას სვამენ მეგობრები, თანამშრომლების, ახლობლების გარემოცვაში. ის ამყარებს კავშირებს ადამიანებს შორის, აყალიბებს უფრო ძლიერ ურთიერთობებს, აუმჯობესებს განწყობას, ავიწყებს პრობლემებს. ყოველივე კი, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას განაპირობებს.

ადამიანები, რომლებიც არ სვამენ ალკოჰოლს, როგორც წესი, არიან დეპრესიულები და ნაკლებად კომუნიკაბელურები, ნაკლები სოციალური კავშირები აქვთ, რაც მათ ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე უარყოფითად მოქმედებს.

ასე რომ, შეგიძლათ თამამად მიირთვათ საყვარელი ალკოჰოლური სასმელი. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად კვლევის შედეგისა, მკვლევარები მაინც ზომიერების დაცვას გვირჩევენ და წერენ, რომ გადაჭარბებული რაოდენობით კარგი არაფერია.



წყარო: Trend.Geшаблоны для dle 11.2




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარები 1

მე
მე 28 января 2023 20:46
ჟურნალისტნო

მწერალნო

ავტორნო

"რისკის ქვეშ" არა ითქმის ქართულად

"სიკვდილი გემუქრებათ" ბრძანეთ

თუ "საფრთხე" გინდათ უცილობლად, "საფრთხეში" ბრძანეთ

ბიჯოს...

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"დაოჯახებულმა კაცმა ღამე გაატარა გოგონასთან 500 დოლარის სანაცვლოდ, მაგრამ როდესაც საქმე თანხის გადახდაზე მიდგა წარმოუდგენელი რამ მოხდა"
5 ყველაზე აღვირახსნილი ქვეყანა, სადაც სექსი გარანტირებული გაქვთ5 ყველაზე აღვირახსნილი ქვეყანა, სადაც სექსი გარანტირებული გაქვთ
"არაბმა შეიხმა, იბიცაზე, ჩემში 60 მილიონი გადაიხადა - ყველაზე ძვირადღირებული ესკორტი ვიყავი, ამას არ ვმალავ... და ახლა ვიღაც ხრუსინ ყ**ეს ჩავიწვენ ლოგინში, ფულის სესხებას რომ მთხოვს?"
როგორ დასრულდა ქალის და მაიმუნის შეჯვარების ექსპერიმენტი სოხუმში
ფრაზები, რომლებითაც გოგონები საწოლზე მიანიშნებენ
"3 კვირიდან იგრძნობთ შედეგს" - ნანუკა ჟორჟოლიანმა წონაში კლებისა და იმუნიტეტის გაძლიერების მარტივ მეთოდს მიაგნო
რატომ უნდა დავასხათ ხორცს მდუღარე წყალი მწვადის შეწვამდე. ამ დახვეწილი პროცესის ინსტრუქცია მეგობარმა მასწავლა
რა სიხშირით უნდა ჰქონდეს ცოლ-ქმარს სექსი - მეცნიერთა მოულოდნელი დასკვნა!
"მიდი კახა არ დამზოგო!" - ორი დღის გადასული ვიყავი, საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი დაღლილი უცებ ზევიდან ატყდა ხმაური
”დიახ სოფლელი ვარ და ამით ვამაყობ! ძროხაც მომიწველია და რა მერე? ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს”
რეკლამა