როგორ გამოიყურებიან 15 ცნობილი ქართველი სელებრითი, რომელთაც პლასტიკურ ქირურგიას მიმართეს – ადრე და ახლა
საქართველოში, პლასტიკური ოპერაციების სტატისტიკური მაჩვენებელი დღითი დღე იზრდება და ყველაზე მოთხოვნად ოპერაციებად ცხვირის პლასტიკა და მკერდის გადიდება რჩება.
წარმოგიდგენთ ქართველ ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც, როგორც ამბობენ გარეგნობა ქირურგიული ჩარევის შედეგად შეიცვალეს. ზოგი ამას უარყოფს, ზოგიც ადასტურებს.
გადავხედოთ მათ ფოტოებს ოპერაციამდე და მას შემდეგ, დასკვნა კი თავად გამოიტანეთ, რამდენად შეესაბამება ჭორები სიმართლეს.
ნინა წკრიალაშვილი
ნინამ რამოდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ეს არასოდეს დაუმალავს. გადაცემა “პროფილში” მან იმ ოპერაციების სია ჩამოთვალა, რაც გაკეთებული აქვს.
მკერდის აწევა-დაპატარევება, დუნდულა კუნთების აწევა, ტუჩების გადიდება, ცხვირის ოპერაცია (რინოპლასტიკა). ნინა ამბობს, რომ ამ ყველაფერს არ ნანობს, და თუ საჭიროება მოითხოვს, ქირურგიულ ჩარევებს ისევ მიმართავს.
ნანუკა გოგიჩაიშვილი
მოდელმა და “ვიცე მის საქართველო 2010”-მა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია წლების წინ, კონკურსამდე გაიკეთა. თუმცა ამის შესახებ კომენტარი არასოდეს გაუკეთებია.
შორენა ბეგაშვილი
ულამაზეს შორენა ბეგაშვილს ზედა ტუჩი აქვს გადიდებული და როგორც ამბობენ, ცხვირის წვერის კორექციაც გაიკეთა. შორენა ამას არ ადასტურებს, თუმცა არც არასოდეს უარყვია.
თამთა შედანია
“მის საქართველო 2012” -სა და მშვენიერ მოდელ თამთა შედანიას ცხვირის პლასტიკა აქვს გაკეთებული. მან ოპერაციას მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტული აიღო. აღსანიშნავია, რომ თამთას ოპერაციამდეც არ ჰქონდა ცუდი ცხვირი, თუმცა სხვაობა შესამჩნევია.
ეკო ფანგანი
ტელეწამყვანი და ყოფილი მოდელი არასოდეს მალავდა თავის პლასტიკურ ჩარევებს. რამდენიმე წლის წინ ეკო ფანგანმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ამის შესახებ გადაცემა “პროფილშიც” დაუფარავად ისაუბრა.
სოფო ნიჟარაძე
უმშვენიერესი მომღერლის პლასტიკური ოპერაციების შესახებ მრავალი ჭორი დადის. სოფო ამას უარყოფს. არც ჩვენ ვამტკიცებთ რაიმეს, თუმცა შეადარეთ ფოტოები და თავად გადაწყვიტეთ. ამბობენ, რომ სოფო ნიჟარაძეს მკერდის გადიდების, ცხვირის და ტუჩის გადიდების ოპერაციები აქვს გაკეთებული.
ქეთა თოფურია
ქეთა თოფურია არ მალავს, რომ ცხვირის პლასტიკას ორჯერ მიმართა. თუმცა, უარყობს ჭორს მკერდის გადიდების შესახებ.
მიმი (მირანდა) შელია
ინსტაგრამის ვარსკვლავი, რუსეთში მოღვაწე ულამაზესი ქართველი მოდელი მიმი შელია არ ადასტურებს ინფორმაციას მისი პლასტიკური ჩარევების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელს ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ასევე ტუჩი გადიდებული და ჭორების თანახმად, ყბაც დაპატარავებული აქვს. მიმის რუს ბობმშელ ირინა შეიკსაც ამსგავსებენ .
სოფო ბედია
მომღერალმა რინოპლასტიკა გაიკეთა და ამას არ მალავს. ამბობენ, რომ მას ტუჩის კორექციაც გაკეთებული აქვს.
ნინი ბადურაშვილი
მომღერალმა ზედა ტუჩი ჯერ კიდევ ათი წლის წინ გაიდიდა. სხვა პლასტიკური ჩარევისთვის არ მიუმართავს.
ნინო ჩხეიძე
ნინო ჩხეიძემ ზედა ტუჩი გაიდიდა და კბილების ვინირება გაიკეთა. ის ამბობს, რომ სურს ცხვირის ოპერაციის გაკეთება, თუმცა ეშინია.
დიანა ჯოჯუა
საინფორმაციო გამოშვების წამყვანს და ჟურნალისტს, დიანა ჯოჯუას რინოპლასტიკა აქვს გაკეთებული და ტუჩი გადიდებული.
ინგა გრიგოლია
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ტუჩი გაიდიდა.
თამუნა მუსერიძე
ტელეწამყვანმა მკერდი გაიდიდა და ამის შესახებ გადაცემა “პროფილშიც” ღიად ისაუბრა.
ქეთო თოფურიძე
მომღერალ ნინი ბადურაშვილის და, ქეთო, ძალიან შეცვალა პლასტიკურმა ოპერაციებმა. გოგონამ ცხვირის პლასტიკა გაიკეთა და ტუჩი გაიდიდა. ის ამას არ მალავს.
წყარო : Intermedia.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები