"ბოროტებით, ძალადობით და ბულინგით სავსე სამყაროში... მთელი ორი საათი მძღოლი გადაყვა დემეტრეს..."


image
სოციალურ ქსელსი ერთ-ერთი მომხმარებელი მარია მალიანი ძალიან სასიამოვნო ამბავს აქვეყნებს და მისი თქმით, მისი შვილი, რომელიც გუშინ დაიკარგა ერთმა კეთილმა ადამიანმა სახლში უვნებელი მიუყვანა, მანამდე კი მთელი თბილისი შემოატარა, დაათვალიერებინა, ოჯახი გააცნო, ასადილა და ძალიან გახარებული ბავშვი მშობლებს უვნებლად ჩააბარა.

ბოროტებით, ძალადობით და ბულინგით სავსე სამყაროში კიდევ არსებობენ სიკეთით, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანები ...
გუშინ დემეტრე, ტრადიციულად სკოლიდან გამოვიდა და ელოდებოდა ავტობუსს სახლში წასასვლელად... ბარნოვზე სწავლობს და სოლოლაკში ცხოვრობს, შესაბამისად დამოუკიდებლობის 10 წუთის უფლება აქვს დილაობით და სკოლის შემდეგ ...

დაინახა ავტობუსის ნაცნობი ნომრები და ბედნიერი ჩაჯდა მოპირდაპირე მხარეს მოძრავ ტრანსპორტში... ორ გაჩერებაში მიხვდა, რომ სხვაგან მიდის - მძღოლმაც დაუდასტურა, ქავთარაძეზე მივდივართო...

მთელი ორი საათი მძღოლი გადაყვა დემეტრეს, ყოველ 10 წუთში მელაპარაკებოდა "დამშვიდდით ქალბატონო დედა, აი ვკატაობთ თბილისში"... ბოლო გაჩერებამდე მისულებმა შესვენება მოიწყეს - მაღაზიაში სასუსნაოები უყიდა დემეტრეს, ასადილა, ცოლ-შვილი გააცნო კიდევაც და უვნებელი დაგვიბრუნა სახლში...

მე კი გამისკდა გული, მაგრამ დემეტრეს მხიარული ხმა რომ გავიგე "არა არ მინდა დე ტაქსი, არც რუსომ (ბებომ) მომაკითხოს. ვკატაობთ ჩათვალე" ინტუიტიურად ძალიან დავწყნარდი...

მადლობა მინდა გადავუხადო #383 ავტობუსის მძღოლს, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს მოგზაურ დემეტრეს, სამაგიეროდ სამახსოვრო ფოტო გადაიღეს...

თბილისის მერია / Tbilisi City Hall  დააფასეთ ასეთი თანამშრომლები...

წყარო: itar.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
”ერთ დღეს შეყვარებულის ქცევებმა დამაეჭვა და რომ წავიდა მეც ჩუმად უკან გავყევი, ცოტახანში კი თავი ისეთ ადგილას ამოვყავი, რომ კანკალმა ამიტანა…”
“ეს ხდება ხალხო საქართველოში… ბარათი დავკარგე და რამდენიმე საათში მომივიდა მესიჯი რომ თქვენი ანგარიშიდან ერთ-ერთ მაღაზიაში თანხა მოიხსნაო…”
"თბილისში პატარა გოგო დაიკარგა. მშობლებს ეძებს. გააზიარეთ!"
"ჩემი შრომით მოპოვებული, საოცნებო სახლია" - როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის გემოვნაბიანი ბინა?
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
რეკლამა
პოპულალური
რამდენი იქნება იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი ?
უდიდესი ტრაგედიაა – სანდრა რულოვსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა
ლაშა ბექაური შეყვარებულს დაშორდა?! - სოციალურ ქსელებში მათ ერთმანეთის ფოტოები წაშალეს
"იცოდე მეორედ დაგაფეხმძიმებ" - გიორგი გაბუნია სოფო ნიჟარაძეს მიმართავს
სად არის გიორგი გახარია - მოდი, შე დალოცვილო და გვითხარი, რასაც ფიქრობ - რა არის ეს, რა პრანჭვაა? - ალეკო ელისაშვილი
"ქალი ძალიან სექსუალურია, როცა საჭესთანაა, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე ზის“
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
6 საინტერესო ფაქტი – რატომ არის სასიკეთო დიდი უკანალი
რეკლამა