"მე გურჯი ვარ, გურჯისტანიდან" - როგორ იცნო გერმანიაში, ავტობუსის მძღოლმა საუკუნეების წინ დაკარგული მშობლიური ქართული ენა


image
გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ლიკა წიქარიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას აზიარებს და ქალაქ ვუპერტალში გადამხდარ ამბავს საზოაგადოებას აცნობს.


“წერა დიდად არ მიყვარს, რადგან ვფიქრობ რომ წერა ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. უბრალოდ დღეს ისეთი რამ შემემთხვა, მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ და გამიხარდება, თუ წაიკითხავთ.


მოკლედ, ავედი ავტობუსში და თან დედას ვესაუბრებოდი ტელეფონზე. მძღოლის უკან სავარძელზე დავჯექი და გავაგრძელე საუბარი (ვაღიარებ, ცოტა ხმამაღალი საუბარი ვიცი). დავინახე, რომ მძღოლმა რამდენჯერმე დაკვირვებით შემომხედა და შევეცადე, მაქსიმალურად ხმადაბლა მესაუბრა. ვიფიქრე, რომ საუბარმა შეაწუხა.

მოკლედ, ავტობუსიდან ჩასვლისას ისევ ვსაუბრობდი ტელეფონზე (იმდენი სათქმელი გვიგროვდება ხოლმე, რახანია ერთმანეთი არ გვინახავს). მაინც ხმამაღლა მკითხა:

-თქვენ გურჯისტანიდან ხართ, ხომ ასეა?

-კი, საქართველოდან ვარ. ვუპასუხე მე.

-თქვენ გურჯი ხართ? საუბარი ვიცანი. ჩვენ მეზობლები ვართ. საქართველოს საზღვართან ახლოს, თურქეთში ჩემს ქალაქში, 5000 გურჯი ცხოვრობს.

-სასიამოვნოა, ანუ თქვენ თურქეთიდან ბრძანდებით?! მივუგე მე.

-არა მე გურჯი ვარ – გუჯისტანიდან, მაგრამ ახლა გურჯისტანის ეს ნაწილი, სამწუხაროდ, თურქეთშია, ოსმალოების პერიოდიდან. მე კი თურქი კი არა, გურჯი ვარ.

მე გავოცდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. იმდენად გულიდან იყო მისი სიტყვები წამოსული. მივუბრუნდი და ვუთხარი:

-თქვენ გულიანი გურჯი ხართ! დღეს იშვიათად შევხვედრივარ უცხოეთში ქართველს, ვისაც თქვენსავით გაეხარდებოდა ქართული ენის გაგონება და მით უმეტეს გამოგელაპარაკებოდა-მეთქი, სასიამოვნოა, რომ გაგიცანით-მეთქი და ავტობუსიდან ჩავედი.

მერე კიდევ დიდხანს მედგა თვალწინ გერმანელების გაოცებული სახეები, რომლებსაც საერთოდ ვერ გაეგოთ რა ხდებოდა და კიდევ იმ კაცის სახე – თურქული შესახედაობის, მაგრამ ნამდვილი გურჯის გული რომ ჰქონდა.

ყოველთვის მეგონა, რომ საუკუნეების წინ დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველები ქართველები აღარ იყვნენ, რადგან მათ აღარც ენა, აღარც სარწმუნოება და მით უმეტეს აღარც საქართველო გააჩნდათ.

მიხარია, რომ ვცდებოდი!

დღეს 10-15 წლით რომ წავალთ საზღვარგარეთ საცხოვრებლად, ლამისაა, ეროვნებადაც ის ქვეყანა დავიწეროთ ხოლმე ფეისბუქზე, ქუჩაში შეხვედრისას ცხვირის აბზუებაზე ხომ აღარც ვლაპარაკობ.

ის გურჯი ვუპერტალში 642 ნომერი ავტობუსის მძღოლია!”

წყარო: kartuli.kvira.ge & ​tia.ge​​​шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
”ერთ დღეს შეყვარებულის ქცევებმა დამაეჭვა და რომ წავიდა მეც ჩუმად უკან გავყევი, ცოტახანში კი თავი ისეთ ადგილას ამოვყავი, რომ კანკალმა ამიტანა…”
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
"შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელიაა-მეთქი!...ყველა მე მომაშტერდა... ჯორჯიადან ხარო?" - რას წერს ქართველი ემიგრანტი იტალიელებზე?
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
"ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო"
რეკლამა
პოპულალური
როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ტარიელ ონიანის ერთადერთი ვაჟი, ბუბა-უშბა ონიანი
ვინ არის ბექა ჯაიანი, რომელსაც კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ეძებენ? - უკვე გავრცელდა ინფორმაცია, თუ რას მოჰყვა კონფლიქტი და რა გახდა სასტიკი ანგარიშსწირების მიზეზი
""ჯაიანის თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა"
ვრცელდება კამერების ჩანაწერები თუ როგორ მივიდა და დატოვა მკვლელმა კესარია აბრამიძის სახლი
“არ მესმის ამას რატომ აკეთებთ” – რას წერს ზურა ხაჩიძე კესარია აბრამიძის შესახებ
კესარია აბრამიძე მოკლეს
"აი, საღოლ შენს გაძლებას რა ..."- რა კადრები გადაიღო მოლარემ, როცა მაღაზიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მივიდა (ვიდეო)
“მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი..” – რას ამბობს კესარია აბრამიძის და ბექა ჯაიანის შესახებ
რა მოხდა მაშინ, როდესაც ამერიკაში პირველად მიმავალი ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილს ჩააბარეს? - ქართველი მებრძოლი სახალისო ისტორიას იხსენებს
„კესომ ჩვენი ქვეყნის ისტორია დაწერა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ქვეყანაში იყო პირველი ტრანსგენდერი ქალი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა