"ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მან მოახდინა, ფანტასტიკური მოთამაშეა" - კვარაცხელიათი კიდევ ერთი იტალიელი ჟურნალისტი მოიხიბლა


image
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა დილეტა ლეოტამ, რომელიც ტელეკომპანია DAZN-ზე მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სეზონის განვლილი პერიოდიდან მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კვარაცხელიამ დატოვა.

„ვინ მოახდინა სეზონის განვლილი ნაწილიდან გამომდინარე ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? ადვილი სათქმელია - „ნაპოლის“ ფეხბურთელმა კვარაცხელიამ. მართლაც ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელიც ნახევარ ევროპას აგიჟებს. ლივერპულში ვიყავი ამ თამაშზე სამუშაოდ და იქ იყო ინგლისური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, ემილ ჰესკი, რომელმაც მისი თამაში პირველად ნახა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. „ნაპოლი“ ძალიან კარგად თამაშობს, გუნდს ეტყობა ლუჩანო სპალეტის ქარიზმა და ხასიათი. მან გუნდს გამარჯვებული დნმ მისცა და როგორც ჩანს, გუნდი და მწვრთნელი სრულ ჰარმონიაში არიან. სპალეტისთან სიუჟეტისთვის სახლში ვიყავი, ვიცნობ დედამისსაც, თავის ისე მაგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში. ის ბევრად მეტია, ვიდრე მწვრთნელი“, - თქვა დილეტამ.
შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ ნაწილში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

წყარო: ​worldsport.ge​​​шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა