„თორნიკე გოგრიჭიანმა და კახა კინწურაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართულ საზოგადოებას!!!” – გამოხმაურება დიდი სკანდალის შემდეგ (+ფოტო სპექტაკლიდან)
„ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამასთან დაკავშირებით შემდეგ მიმართვას ავრცელებს:
“მართლა ნიჭიერ ქართველებად მიმაჩნია ეს ახალგაზრდები და ამიტომ ვფიქრობ რომ მსახიობებმა – თორნიკე გოგრიჭიანმა და კახა კინწურაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართულ საზოგადოებას!
მეც და უამრავ ქართველს გვიყვარს ეს ახალგაზრდები, მათი განსახიერებული როლები და ვფიქრობ, რომ მათი ლანძღვა-გინება არ იქნება მართებული!
ალბათ ეს იყო ლიბერალების პროვოკაცია, შეცდომა, გაუთვლელი ნაბიჯი!
შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა არ არის სირცხვილი – პირიქით ვაჟკაცური საქციელია!
ამიტომ ქრისტესმიერი სიყვარულით ვთხოვ მათ, რომ აღიარონ შეცდომა და ამითი ჩააცხრონ ის სამართლიანი გულისწყრომა, რომელიც ქართველთა უმრავლესობას გაუჩნდა!“ - დაწერა სანდრო ბრეგაძემ.
წყარო: resonancedaily.com
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები