“უეცრად დაიკივლა ჩემმა მეუღლემ და უგონოდ დავარდა,მხლოდ ის მინდოდა სოფო და ბავშვი გადარჩენილიყვნენ.."- ვახო ბიჭიკაშვილის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტი


image
იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი ჟურნალ “სარკესთან” თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტს იხსენებს, როდესაც ის და მისი ორსული ცოლი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს.

მისი თქმით ეს იყო საშინელება, რეალურად გაზის გაჟონვა მიმდინარეობდა სახლში და რა ძალამ გადაარჩინა დღემდე ვერ ხვდება.

“სოფო მაშინ სამი თვის ფეხმძიმე იყო. გოთუას ქუჩაზე ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში. სამსახურიდან დაღლილი მოვედი და წამოვწექი, სოფო აბაზანაში შევიდა, მისი კივილი გავიგონე, წყალი შემომაწოდეო… მეც ვხვდებოდი, რომ კარგად ვერ ვიყავი. ვერც ერთი მივხვდით, რა გვჭირდა. ვთხოვე, გულის წამალი მოეტანა. მითხრა, ძალიან ცუდად ვარო. სოფო გულწასული დაეცა. რაღაც ძალამ, ალბათ, უფალმა, წამომაყენა, მასთან მივედი და მთელი ძალით ვურტყამდი, რომ გონზე მომეყვანა."

" როგორღაც აივნამდე მივიყვანე, რომ სუფთა ჰაერი შემოსულიყო. ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, რომ სოფო და ბავშვი გადარჩენილიყვნენ. თვალი რომ გაახილა და გხედავო, მითხრა, მაშინ დავმშვიდდი. მერე როგორღაც მეზობელთან მივფოფხდი, მიშველეთ-მეთქი და სასწრაფო დახმარება მოვიდა. გადასხმები გაგვიკეთეს და საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ჩვენ რომ დაგვძინებოდა, დღეს არც ჩემი ცოლი იქნებოდა ცოცხალი და არც მე”шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
რეკლამა