14 წლის ასაკში დაფეხმძიმება, ოჯახის დანგრევა, კავშირი გიორგი გაბუნიასთან და მილიარდერი შეყვარებული - თამთა გოდუაძის სკანდალური პირადი ცხოვრება


image
თამთა გოდუაძე 1981 წლის 10 იანვარს თბილისში დაიბადა, 5 წლის ასაკიდან დაიწყო სიმღერა, 6 წლის განმავლობაში მღეროდა ბავშვთა გუნდში, პარალელურად გაკვეთილებს გადიოდა საბალეტო სკოლაში. 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და შვილიც გააჩინა – გოგონა. შემდეგ უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაირიცხა, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობდა.

მარტოხელა დედა იყო და მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდებოდა.

საბერძნეთში იმ პერიოდში იწყებოდა შოუ „სუპერ აიდოლ“, დამწყები ვოკალისტების კონკურსი. პროექტში თამთამ ფინალამდე მიაღწია და მეორე ადგილი დაიკავა. ეს წარმატება ტრამპლინი აღმოჩნდა მისთვის შოუბიზნესის სამყაროში.
 
მას მერე თამთამ არაერთი სიმღერა, ალბომი გამოუშვა და პოპულარული მომღერალია. ბერძნებს ის ძალიან უყვართ.
დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ. თამთა ჟურნალისტებთან საუბარს პირად თემებზე ერიდება, თუმცა ყველამ იცის რომ მისი გული მილიარდერ პერისს ეკუთვნის.
პირველი ქმარი
ის ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანია. ერთ-ერთ ინტერვიუში შმაგი ამბობდა, რომ თამთა 14 წლის იყო, თვითონ კი 16 წლის, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. ექვსთვიანი შეყვარებულობის შემდგომ ისინი გაიპარნენ და ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. თამთა კი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის შმაგიმ მოიტაცა.

თამთა და გიორგი გაბუნიაინტერვიუ გიორგი გაბუნიასთან:
– თამთასთან დაკავშირებით თქვი, რომ თქვენ შორის არსებული ურთიერთობა კოლეგიალობაზე მეტია. რას გულისხმობდი?
– ეს ვთქვი იმიტომ, რომ ასეა. ვერ ვიტყვი, რომ, უბრალოდ, კოლეგები ვართ. მაგალითად, მე და სოფო მხოლოდ კოლეგები ვართ, მე და თამთას კი კიდევ ცოტა სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს.
– არსებობენ კოლეგები, მეგობრები, შეყვარებულები და ასე შემდეგ. თქვენი „სხვანაირი“ ურთიერთობა რას გულისხმობს?
 გაინტერესებს, შეყვარებულები ვართ თუ არა სინამდვილეში? არ მინდა, რომ ამას კონკრეტული სახელი დავარქვა. იმიტომ, რომ ერთი სიტყვით ვერ აღწერ ურთიერთობას. მოდი, ასე ვთქვათ – შეყვარებულები არ ვართ – რაც ყველაზე მეტად აინტერესებს მაყურებელს, მაგრამ, უფრო მეტი ვართ, ვიდრე რიგითი თანამშრომლები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დაქორწინებას ვაპირებთ.
– იმასაც ამბობენ, კარგი წყვილიაო.
– კარგი წყვილი არის, კი, მეც მომწონს.

თამთა და პერისი

თამთა გოდუაძემ ცხოვრება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბერძენ ბიზნესმენს დაუკავშირა. ბერძნული პრესა აქტიურად განიხილავს წყვილის პირად ცხოვრებას – როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე. თუმცა, მათი ერთობლივი პაპარაცული ფოტოები საზოგადოებაში დიდ ხმაურს იწვევს.
თამთა გოდუაძის პარტნიორი პერის კასიდოკოსტას-ლაცისია.

პერისი 38 წლისაა და მულტიმილიონერი ბიზნესმენის შვილიშვილია. მის მფლობელობაშია ნავთობის, გადაზიდვებისა და კინოპროდიუსინგის კომპანიები.
ურთიერთობას თამთა საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს იმდენად უხდება, რომ პაპარაცები უახლესი ფოტოების გაზიარებას ვერ წყვეტდნენ. 2015 წლიდან დღემდე წყვილი ერთად ცხოვრობს.

რთული წარსულითამთამ ემიგრანტ დედასა და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად რთული პერიოდი გაიარა. წლებია საბერძნეთში მოღვაწეობს და ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო, როცა „რუსთავი 2“-ის მოწვევით შოუ „X ფაქტორის“ ჟიურის წევრი გახდა. როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში.
დედამისი დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო. „ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი.

ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – იხსენებდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.
სკანდალური შოუათენში გამართულ კონცერტზე, სადაც თამთა ბერძენ მომღერალ პაოლასთან ერთად დუეტში მღეროდა, მომღერლებმა ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს, რითაც ბერძნები გააოცეს და დაუვიწყარი სკანდალური შოუ შექმნეს.



წყარო: digest.pia.geшаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
"სანამ გაბუს ცოლი გავხდებოდი, ვახო ბიჭიკაშვილისა და თემო ნიქაბაძის შეყვარებული ვიყავი "- ნინი მოხევიშვილის პირადი
"„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა" - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე
14 წლის ასაკში დაფეხმძიმება, ოჯახის დანგრევა,მილიარდერი შეყვარებული და კავშირი გიორგი გაბუნიასთან - თამთა გოდუაძის სკანდალური პირადი
„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა - უცნობი ისტორიები ბაბის პირადი ცხოვრებიდან
"სანამ გაბუს ცოლი გავხდებოდი, ვახო ბიჭიკაშვილისა და თემო ნიქაბაძის შეყვარებული ვიყავი "- ნინი მოხევიშვილის პირადი
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა