„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა - უცნობი ისტორიები ბაბის პირადი ცხოვრებიდან


image
ბაბი პოპულარული „შალვა რამიშვილის შოუდან“ გახდა, შემდეგ იყო „ილო ბეროშვილის შოუ“ ახლა კი „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“-ში მღერის და იქედან ახალისებს საზოგადოებას.

„იღბლიანი ვარ, რადგან ერთმა ქასთინგმა გადაწყვიტა ჩემი პოპულარობა. აღმოჩნდა, რომ კარგი პროდუქტი ვიყავი. დღეს ეკრანზე ვჩანვარ და ვიცი, ბევრ ადამიანს შევაყვარე თავი.“- ამბობს ბაბი.

როგორც მომღერალი ამბობს ჯერ საყვარელი ადამიანი არ უპოვნია, თუმცა ფიქრობს, რომ პირადი ცხოვრებისთვის ადამიანი დროს ყოველთვის გამონახავს.

„შეყვარებული არ ვარ და ჩემი თანამშრომლები მეხუმრებიან, ბიჭს როგორ შეაყვარებ თავს, შენ ხარ ჩვეულებრივი კაციო. ყველასთან ძმაკაცური მიჭირავს და არ ვიპრანჭები. ძმაკაცური გოგო ვარ, ფლირტის მომენტები და ქალური სინაზეები არ მახასიათებს. ალბათ, მოვა დრო და ეგეც იქნება. თუმცა, გეტყვით რომ, რაც უნდა დაკავებული იყო ადამიანი, პირადი ცხოვრებისთვის დროს ყოველთვის გამონახავ. ადამიანის სიყოჩაღეზეა დამოკიდებული, რამდენად ააწყობს კარიერასაც და პირადსაც“- ამბობს ბაბი კირკიტაძე.

– შალვა რამიშვილი, საკმაოდ სკანდალურად წავიდა ტელევიზიიდან. ეს სკანდალი შენც შეგეხო?

– რასაკვირველია, ეს ფაქტი ამ შოუში ყველას შეგვეხო. რამდენიმემ დატოვა კიდეც შოუ. სკანდალის ნაწილი მე არ ვყოფილვარ და ვფიქრობ, ეს იყო გაუგებრობა მხოლოდ ორ ადამიანს შორის და მგონი, მოგვარდა. სულ ვხუმრობ, რაც შალვა წავიდა, ვაკაჭის ცოლი და ილოს საყვარელი ვეღარ ვარ-მეთქი. იმ შოუში კარგად მქონდა მორგებული ცოლისა და საყვარლის როლი. ახლა კი მხოლოდ მომღერალი და წამყვანი ვარ. დაიხურა „შალვა რამიშვილის შოუ“ და ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა. იცით, რა მიხარია? ჩემს თავზე ჭორები არ გამიგია – არც პოლიტიკოსის საყვარლობას მაბრალებენ და არც ბიზნესმენისას, ეტყობა, ჩემს ნერვებს უფრთხილდებიან. ისე, იმდენად ვაჟკაცური ტიპი ვარ, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ვერავის საყვარლობას ვერ მაბრალებენ.

წყარო: digest.pia.ge

шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
რომელი დღეებია სიყვარულის, კარიერისა და ფინანსებისთვის ყველაზე ხელსაყრელი 2022 წლის აგვისტოში ზოდიაქოს ნიშნებისთვის
"ჩემი შრომით მოპოვებული, საოცნებო სახლია" - როგორ გამოიყურება ბაბი კირკიტაძის გემოვნაბიანი ბინა?
12-წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი
13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა