“მიმტანობა, 1 წლის ასაკში დაშორებული დედ-მამა, საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობა და…” – ნახეთ ბაბი კირკიტაძის და თათა გიორგობიანის აქამდე უცნობი ამბები


image
„ღამის შოუს ბენდის“ მომღერლები გადაცემას „სიკეთე მარტივია“ სტუმრობდნენ.
ბაბი კირკიტაძემ და თათა გიორგობიანმა გადაცემაში მათ შესახებ აქამდე უცნობ ამბებზე ისაუბრეს.
ბაბი კირკიტაძე:
„საკმაოდ ბევრი სირთულით იყო ჩემი ცხოვრება დატვირთული.. რესტორანში ვმღეროდი, საკმაოდ, პატარა ვიყავი, 18 წლის. ფლაერებიც დამირიგებია ქუჩაში, ამაში არაფერია სათაკილო. მიმტანობაც მიცდია, მიმუშავია.. რესტორნის მენეჯერიც ვყოფილვარ. ამასობაში, 18 წლიდან რესტორანში სიმღერაც დავიწყე.. შემდეგ, ბევრი სამსახური გამოცვალე..
იმაზეც მომიწია ფიქრი, რომ ყოველი თვის ბოლოს ქირა იყო გადასახდელი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ამაზე, მეც ვიყავი.
მერე ფეისბუკზე ვნახე განცხადება, რომ ეძებენ გოგონას შოუსთვის, ბოლოში ეწერა, რომ სასურველია ჰქონდეს სიმღერის ნიჭიც.. ამ ფრაზის გამო გადავწყვიტე მეცადა ბედი. მახსოვს, გოგოები მეგობრებთან ერთად მივიდა, მე კი ერთადერთი მონაწილე ვიყავი, ვინც დედასთან ერთად მივიდა.
ჩემი ცხოვრების ნებისმიერი ეტაპი ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა“
თათა გიორგობიანი:
„ჩემი და ბაბის ისტორიები, საკმაოდ, მსგავსია. ბაბიც დამოუკიდებელი, მებრძოლი გოგონაა და მეც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ვარ, იქიდან გამომდინარე, რაც მაქვს გავლილი.
ჩემს შემთხვევაში, ოდნავ მეტი სირთულე ის იყო, რომ 1 წლის ვიყავი, როდესაც დედა და მამა დაშორდნენ, მამას რაღაცნაირად კი ჰქონდა ჩემთან კონტაქტი, მაგრამ ძლიერი ზურგის აღქმა მაკლდა. ვცდილობდი, ორმაგად ძლიერი და მაგარი ვყოფილიყავი, რათა არავის ეთქვა, რომ ეს ბავშვი უმამოდ გაიზარდა. მე არ მინდოდა დედას შენიშვნა მიეღო..
15 წლიდან ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურში, ასევე, ფლაიერებს ვარიგებდი, მიმტანადაც მიმუშავია, ვიყავი პრომო გოგონაც, გაყიდვების მენეჯერი, საბავშვო ბაღში აღმზრდელადაც მიმუშავია, ბევრ პროფესიაში მოვსინჯე საკუთარი თავი, ზოგან წარმატებით, ზოგან არც ისე..“шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
რეკლამა