5 ნიშანი იმისა, რომ სექსი გჭირდებათ
ქალებისთვის მინიშნებები იმისა, რომ სექსი გჭირდებათ:
1. სად არის სილამაზე?
რეგულარული სექსის დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა კოლაგენი – ნივთიერება, რომელიც სახის კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. თუკი თქვენს ცხოვრებაში სექსი ნაკლებად არის, კანი მალე ბერდება და ნაოჭდება. გარდა ამისა, სექსუალური აქტის დროს გამოიყოფა პროგესტერონი, რომელიც აკნესგან გაგათავისუფლებთ.
2. დაღლილი გამომეტყველება
შესაძლოა, დღე-ღამეში არა 8, არამედ 10 საათიც კი იძინოთ, მაგრამ მაინც დაღლილი გამომეტყველება გქონდეთ. უძილობა და ღამით შფოთვა სწორედაც რომ სექსის არარსებობის ბრალია. სექსის დროს გამოყოფილი ნივთიერება ოქსიტოცინი თქვენს მხნეობასა და ენერგიულობას უზრუნველყოფს.
3. გულმავიწყობა
თუკი რეგულარულად გავიწყდებათ, ჩააქრეთ თუ არა შუქი აბაზანაში და ჩააბარეთ თუ არა დროულად ანგარიში, ეს არა ასაკის, არამედ უსექსობის ბრალია. მეხსიერების დაქვეითებას თავის ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს. სექსუალური კავშირის დროს კი თავში სისხლი აქტიურად მოძრაობს და ჟანგბადსაც თავისუფლად აწვდის. სექსუალურად კმაყოფილ ქალებს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად აწუხებთ.
4. გაციება
ვირუსული ეპიდემიის დროს კვირაობით საწოლში ხართ და ანტიბიოტიკების გარეშე დაავადებას ვერ ამარცხებთ? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სექსუალურად არააქტიური ხართ. რეგულარული ინტიმური ცხოვრება ამაღლებს ანტიტელის დონეს, რომელიც ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს.
5. ნევროზი
სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალი მიიჩნევს, რომ მისი სიბრაზე აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს: ბავშვმა იცელქა, მეგობარმა უტაქტოდ უპასუხა, კოლეგამ დახმარებაზე უარი უთხრა… ეს გაღიზიანება სექსის იგნორირების ბრალია. სექსუალური კავშირის დროს გამოყოფილი ენდორფინები დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხოლო ამ ენდორფინების არარსებობა არღვევს არა მხოლოდ ჰორმონალურ ფონს, არამედ სამყაროს აღქმის უნარს.
წყარო: funtime.ge
ხვიჩა კვარაცხელია
ბოლო სიახლეები
კომენტარები 1