“პური შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ… პურის ამოღება რაციონიდან აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას არ ნიშნავს” – ლაშა უჩავა განმარტავს, დასაშვებია, თუ არა ღამის საათებში პურის მიღება

image
ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა “შუადღის” ეთერში საუბრობს, უნდა მივირთვათ, თუ არა პური ღამის საათებში და რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა:

– გააჩნია, პური რა სახეობისაა. თუ ის მსხვილი მარცვლისგანაა დამზადებული და არ არის ე.წ. პირველი ხარისხის ფქვილისაგან მომზადებული, რომელიც უამრავ გადამუშავებას გადის, შეგვიძლია. ნებისმიერი მსხვილმარცვლოვანი წარმოების პური შეგვიძლია, ღამეც მივირთვათ. სწორი კვება აკრძალვას არასდროს მოიცავს და ზომიერებას ითვალისწინებს. თუ პურს ზომიერების ფარგლებში გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის დასაშვებია. ხშირად მსმენია პაციენტებისაგან: “პური საერთოდ უნდა ამოვიღო რაციონიდანო”. ასე არ არის – პურის საკვები რაციონიდან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას ვიღებთ. შესაძლოა, დღის განმავლობაში, პურის ნაცვლად, ისეთი პროდუქტი მივირთვათ, რომელიც საერთოდ არ ითვლიდეს კალორიას. ამიტომაც, თუ ყველა პროდუქტს ზომიერად გამოვიყენებთ, შეგვიძლია, თითოეული მათგანისაგან ბედნიერება მივიღოთ. თუ, დაახლოებით, 12 საათზე ვიძინებთ, მაქსიმუმ, ბოლო კვება 9 საათზე უნდა გვქონდეს. 9 საათზეც კვება ძალიან მსუბუქი უნდა იყოს. უნდა მივირთვათ ან რძის პროდუქტები, ან ბოსტნეული. რძის პროდუქტებში B ჯგუფის ვიტამინები და თუთია შედის, რომლებიც ჩვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, გარკვეულწილად, სარელაქსაციო ეფექტი აქვს, რომელიც მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, არსებობს ძილის ჰორმონი, მელატონინი, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. ბოსტნეული მელატონინის გამომუშავებასა და ორგანიზმში მინერალების შევსებას ხელს უწყობს, რძის პროდუქტები თავადვე ბუნებრივ მელატონინს შეიცავს და შესაბამისად, სისხლში მის დონეს ვამაღლებთ.
 
წყარო: ​ttimes.ge​​​
шаблоны для dle 11.2





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
ამ ფოტოზე 2 ქალს თუ იპოვით 5 წამში, იცოდეთ, რომ თქვენი IQ საშუალოზე მაღალია
ოზურგეთში მიცვალებული გაცოცხლდა ( + ვიდეო)
"ვირუსების სეზონი მოდის და გაგანდობთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივ ნარევს" - რითი იცავს თავს ვირუსისგან და იმყარებს იმუნიტეტს ხატია სიჭინავა?
"დაოჯახებულმა კაცმა ღამე გაატარა გოგონასთან 500 დოლარის სანაცვლოდ, მაგრამ როდესაც საქმე თანხის გადახდაზე მიდგა წარმოუდგენელი რამ მოხდა"
"ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს; შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია"
გოგონა ნაცხის ასაღებად ახალგაზრდა ექიმთან მივიდა… – ”რას გავაწყობდი, გავიხადე საცვალი, დავწექი შესაბამის პოზაში და ფეხებიც გადავწიე”…
"მიდი კახა არ დამზოგო!" - ორი დღის გადასული ვიყავი, საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი დაღლილი უცებ ზევიდან ატყდა ხმაური
ცოლმა ქმარს მისწერა, რომ მის ძმასთან უღალატა – ქმრის ასეთმა პასუხმა კი ყველა გააოცა
5 ყველაზე აღვირახსნილი ქვეყანა, სადაც სექსი გარანტირებული გაქვთ
4 ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდმკერდიანი ქალები ცხოვრობენ
რეკლამა