ხალხი ამოისუნთქებს... - 150 000 ადამიანს დავალიანება სრულიად გაუნულდებათ. ნახეთ ხართ თუ არა სიაში


image
საგადასახადო შეღავათებს სისტემური სახე არ უნდა ჰქონდეს, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრენიუსთან“ მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.

ცნობისთვის, 145 ათას ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერებათ.

როგორც ვახტანგ ჭარაია განმარტავს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ბიზნეს სექტორისთვის მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, თითოეული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებას. კერძოდ, საგადასახადო დავალიანება განპირობებული უნდა იყოს გაუთვალისწინებელი შემთხვევებით და ამასთანავე, პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, რამაც ჯარიმის დაკისრება გამოიწვია, უნდა იყოს გამონაკლისი.
„უნდა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებას, მაგალითად ისეთს, რომ ბიზნესსექტორს არ ძალუძს ამ თანხის გადახდა ან ჯარიმა გამოიწვია გაურკვეველმა და გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა, ან სულაც მისმა შეცდომამ. მაგრამ უშვებს არა სისტემატურად, არამედ გამონაკლისის სახით. ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს თავისი საგადასახადო შეღავათის დაწესების ინსტრუმენტი და ბიზნეს სექტორს ეს პოზიტიურად წაადგება“, – განაცხადა ჭარაიამ.
კითხვაზე, როგორ აისახება ფიზიკურ პირებზე საგადასახადო ჯარიმების ჩამოწერა, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ამბობს, რომ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ჯარიმებზეა საუბარი. დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს დეტალების შესახებ განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ „ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდ. მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით“. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საუბარი იყო ნებისმიერი ტიპის ჯარიმაზე, მათ შორის საპატრულოზე.
„გააჩნია რა ტიპის ჯარიმებზეა საუბარი. ფიზიკური პირების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ჯარიმა როგორიც იყო კოვიდის დროს სახლიდან გაუსვლელობის დროს. თუ ასეთზე არ არის საუბარი, მაშინ შეიძლება პატრულის ან ნებისმიერი ტიპის ჯარმა იყოს“, – თქვა ვახტანგ ჭარაიამ.
და ბოლოს, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას არ უნდა ჰქონდეს სისტემური ხასიათი, რათა შემდგომ კონკრეტულ პირს ან ბიზნესს არ გაუჩნდეს მოლოდინი, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო დავალიანებას ჩამოაწერს.
„ეს არ უნდა იყოს სისტემატური ხასიათის მქონე აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ხაზს ვუსვამ იმას, რომ ამან არ უნდა გააჩინოს განცდა ბიზნესსექტორში, რომ თუ ცოტა ხანი თავს აარიდებს ვალის გადახდას, სახელმწიფოს დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაუბრუნებენ ჯარიმას“, – აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა