ილიას სულამანიძის შეყვარებულს ილიაზე მეტი მედალი აქვს - ვინ არის ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის რჩეული? (ფოტოები)


image
ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რი ძი­უ­დო­ში, ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. სპორ­ტსმე­ნის პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა ოლიმ­პი­ა­და­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და სა­ქარ­თვე­ლოს ვერ­ცხლი ჩა­მო­უ­ტა­ნა. ილი­ას რჩე­უ­ლი ასე­ვე სპორ­ტსმე­ნი, მო­ცუ­რა­ვე თაკო მეგ­რე­ლი­ძეა. თა­კოს არა­ერთ შე­ჯიბრში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და მის კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბაც ბევ­რია. 21 წლის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბას სწავ­ლობს.

ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ილი­ას სუ­ლა­მა­ნი­ძის დედა ამ­ბობს, რომ სპორ­ტსმენ­მა შვი­ლებ­მა - ილია და შაკო სუ­ლა­მა­ნი­ძე­ებ­მა სა­ცო­ლე­ე­ბი და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­აც­ნეს.

„ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 19 დე­კემ­ბერს, ორი­ვემ ერ­თად მო­მიყ­ვა­ნა სარ­ძლო­ე­ბი გა­საც­ნო­ბად. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნე­ბი არი­ან. ცუ­დად არ გა­მი­გოთ, იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი ბი­ჭე­ბი მყავს, რა თქმა უნდა, მათ არ­ჩე­ვან­საც ვენ­დო­ბი. როცა მათი არ­ჩე­ვა­ნი ჩემი მო­სა­წო­ნიც არის, ამას რა სჯობს. კარ­გად აღ­ზრდი­ლი ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი არი­ან. ილი­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სპორ­ტსმე­ნი იყო, მო­ცუ­რა­ვე და რომ ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, ილი­ა­ზე მეტი მედ­ლე­ბიც კი აქვს. ახლა იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს.

ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხის სა­ხე­ლით მო­ვე­დით აქამ­დე და ახლა ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გვა­ხა­რე­ბენ და ოჯა­ხის ღირ­სე­ბა­საც გვი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ. მა­მა­მი­სი სულ არი­გებ­და, თავ­მდა­ბა­ლი იყა­ვი­თო. ერთხელ ილი­ამ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა და შე­მო­ვი­და კარ­ში თავ­დახ­რი­ლი. შევ­წუხ­დი, რა მოხ­და, რა­ტომ გაქვს თავი დახ­რი­ლი-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, თავ­მდაბ­ლად მოვ­დი­ვარ, მა­მი­კომ ხომ ასე მი­თხრაო. სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს. რამ­დე­ნა­დაც სე­რი­ო­ზუ­ლია, იმ­დე­ნად დიდი აქვს იუ­მო­რის გრძნო­ბა“, - განაცხადა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის დედამ.



шаблоны для dle 11.2



ხვიჩა კვარაცხელია​​​​
მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები
---

კომენტარის დამატება

Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
მსგავსი სიახლეები
”სინამდვილეში მანუ ტელევიზიიდან იმიტომ გაუშვეს რომ… – ნახეთ ირმა სოხაძემ სიმართლეს ფარდა ახადა და შოკისმომგვრელი რამ გაამხილა
“70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ, 70 ქათამი მყავს, ვამუშავებ მიწას…” – გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება
"მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს... არაფერს ვნანობ, დღეს ვნახე ბავშვი და უბედნიერესია" - რას ამბობს ქალი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია მოჰყვა?
სკოლაში მა­რი­ა­მი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად გა­იყ­ვა­ნეს, ბავშვმა მითხრა სახლში გამოწვით მემუქრებიანო - რას ჰყვება დედა, რომლის შვილს თანატოლები თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ?
რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 300 ლარით? - ნახეთ, პარლამენტის ახალი გადაწყვეტილება
რეკლამა
პოპულალური
"მხოლოდ 1 დღეში ჩაირიცხა ასეთი დიდი თანხა , ვიწყებთ მარაგების შევსებას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„კუბოს ფიცრის დაცვა არა, მაგრამ ძვლებში გადამტვრეული ახალგაზრდების დაცვა ნამდვილად არის ქრისტიანობა“ - პეტრე კოლხი
მომიტინგეები წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ წყალს სათლებში იღებენ და სპეცრაზმელებს უკან ასხამენ (ვიდეო)
„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ და სასტიკად სცემეს (video)
"ვერ დავიჯერე, სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის?!" - ზურა ხაჩიძე
პოლიტიკოსებმა უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, სიმღერა-სიმღერით და დროშის ქნევით არაფერი გამოვა - პაატა ბურჭულაძე
„აუუუ, მაგის დრო არაა, ნანუკააა, რა დროს ეგაა... ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ, რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
რეკლამა